“ოცნების გოგონები”: როგორ ავიწროებენ ვირტუალური მოდელები ცოცხალ მოდელებს

158
SHARE

“ინსტაგრამზე” პოპულარული დიჯითალ-მოდელი პერსონაჟები კომპიუტერით არიან დახატულები. ისინი სულ უფრო ხშირად ჩნდებიან პრიალა ჟურნალების ყდებსა და მოდური სახლების სარეკლამო კამპანიებში.
ჩვეულებრივი მოდელები ღელავენ – გაუწიო კონკურენცია ციფრულ-პერსონაჟს რთულია, მათი შეცვლა შესაძლებელია, ისინი არ ბერდებიან, არ იღლებიან და შეუძლიათ არ იზრუნონ გარეგნობასა და ფიგურაზე.
შუდუ, “პირველი დიჯითალ-სუპერმოდელია”
2017 წლის აპრილში ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ქემერონ ჯეიმს-უილსონმა კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით დახატა ვირტუალური შავკანიანი მოდელი შუდუ და “ინსტაგრამი” შეუქმნა.
შუდუს იდეალური კანი, მოდელის ფიგურა, ისეთივე დახატული “ბოიფრენდი” ყავს და140 ათასზე მეტი გამომწერი “ინსტგრამზე”. მისი ექაუნთის პროფილზე წერია, რომ შუდუ ” პირველი დიჯითალ-მოდელია”.
მაგალითად შუდუ, სექტემბერში ავსტრალიური ჟურნალი Vogue-ის ყდაზე გაჩნდა. ის და სხვა დიჯითალ-მოდელები Balmain-ის ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახეები გახდნენ.
შუდუს ანალოგიური მოდელი და დიჯეი მიკელა, როგორც მის “ინსტაგრამზე” წერია, 19 წლისაა, მისი შემქმნელია ამერიკული სტარტაპ კომპანია Brud. მას მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ჟურნალ Time-მა მისი კომპიუტერული გამოსახულება ინტერნეტში ყველაზე გავლენიან ადამიანთა რიცხვში შეიტანა.

FB კომენტარები

კომენტარი