„ოსკარის“ ცერემონიას კრის როკი წაიყვანს

244
SHARE

ცნობილი გახდა იმ პირის ვინაობა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების მთავარ ცერემონიას წაიყვანს. „ოსკარების“ გადაცემას უკვე მეორედ, კომიკოსი კრის როკი წარუძღვანა.

„ნახეთ, ვინ ბრუნდება!“ – დაწერა მსახიობმა „ოსკართან“ ერთად გადაღებულ მის ფოტოზე, რომელიც ტვიტერზე გამოაქვეყნა. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ  წლის მთავარ კინოპრემიის თავად წაიყვანს. ცერემონიის პროდიუსერებმა 50 წლის მსახიობის კადიდატურა უკვე მეორეჯერ წარადგინეს. თუმცა, 10 წლის წინ, როდესაც მას „ოსკარები“ მიჰყავდა, კრის როკის შესავალი სიტყვა და ზოგიერთმა ხუმრობამ, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია.

ამერიკის კინოაკადემიის ხელმძღვანელი შერილ ბუნი აღიარებს, რომ აღფრთოვანებულია როკით და თვლის, რომ როგორც კომიკოსმა, მან დიდი გავლენა მოახდინა მთელს თაობაზე.

1 2

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი პერსონა ცერემონიაზე ბევრ ნიჭიერ ადამიანს მოიზიდავს“, – განაცხადა ბუნმა.

თავად მსახიობი ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო ფრიად მოხარულია და რომ არჩევანის მასზე გაკეთება, მისთვის დიდი პატივია.

„კომიკოსი, მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი, დოკუმენტალისტი – ის საუკეთესოა ყველაფერში. ის იქნება „ოსკარის“ გამორჩეული წამყვანი“, – ნათქვამია კინოაკადემიის ოფიციალურ გვერდზე.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 88-ე ცერემონია, 2016 წლის 28 თებერვალს გაიმართება. OSCAR-2016 ტრადიციულად, „დოლბის“ კინოთეატრში ჩატარდება.

FB კომენტარები

კომენტარი