ორსულმა მეგან მარკლმა 19 მედიკოსი დაიქირავა

63
SHARE

პრინც ჰარის მეუღლემ 19 მედიკოსისგან შემდგარი ჯგუფი აიყვანა. მეგან მარკლი, პირველი შვილის დაბადებამდე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის ჯანმრთელობას.
მედიკოსები 37 წლის ჰერცოგინიასა და მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობაზე 24-საათიან რეჟიმში მანამდე იზრუნებენ, სანამ პატარა არ დაიბადება. ამ პერიოდში მათ მკაცრად ეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელების მიღება.
სპეციალისტების ჯგუფში ხუთი მეანი, სამი ანესთეზიოლოგი, ოთხი ქირურგი, სპეციალური სამსახურის ბავშვთა განყოფილების ორი თანამშრომელი, ოთხი პედიატრი, ერთი ლაბორანტი და მენეჯერები შედიან. ექიმებმა ხელი მოაწერე ორსული მეგან მარკლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუთქმელობის პირობას. ინფორმაციას ამის თაობაზე RadarOnline.com. აქვეყნებს.
პრინცი ჰარის მეუღლე ლონდონში, ლინდო უინგის სამშობიაროში იმშობიარებს. მის პალატასთან მუდმივად იქნება ოთხი ექიმი, ხოლო დანარჩენები აუცილებლობის შემთხვევაში გამოცხადდებიან.

FB კომენტარები

კომენტარი