ნუდისტი მშობლები, რომლებმაც საზოგადოება შოკში ჩააგდეს, დააპატიმრეს

215
SHARE

ლატვიელი სერგეი მიხალკინის შესახებ ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ შეიტყო, თუმცა მანამდე მას თაყვანისმცემლების არმია ჰყავდა ინტერნეტში. მიხალკინს თავისი ბლოგი აქვს, სადაც აქტიურად დებდა პოსტებსა და ვიდეოებს, თუ როგორ ზრდიდნენ ის და მისი ცოლი შვილებს სრულიად შიშვლები. მას მერე, რაც ერთ-ერთი ვიდეო ტელევიზიით უჩვენეს, საზოგადოებამ ხმა აიმაღლდა საქმეში პროკურატურაც ჩაერთო.
სერგეი მიხალკინი ამტკიცებს, რომ ყველა ბედნიერი მშობელი შიშველი უნდა იყოს. მას და მის ცოლს სრულიად ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ შვილების წინაშე არა მხოლოდ შიშვლად სიარული, არამედ ასეთივე მდგომარეობაში ლოგინში წოლა, თანაც ისე, რომ პატარებიც გვერდით უწევთ. მიხალკინი იმის თქმასაც ბედავს, რომ პატარა ბავშვებს მისი და მისი ცოლის ინტიმურ კავშირსაც აყურებინებს… სოციალურ ქსელში განთავსებულ მის ვიდეოებს კი უამრავი მაყურებელი ჰყოლია და პორნოსაიტებიდანაც კი ჰქონდა შემოთავაზებები…

რასაკვირველია, ამ ყველაფერმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ლატვიის მოქალაქე სერგეი და მისი ცოლი ქსენია პოლიციამ დააპატიმრა და ახლა გარყვნილებისა და ბავშვებზე ძალადობის მუხლით სურთ გაასამართლონ. ჯერჯერობით ძიება მიმდინარეობს და საზოგადოების დიდ ნაწილს იმედი აქვს, რომ ამ წყვილს სამუდამოდ ჩამოაშორებენ შვილებს. იხილეთ ვიდეო, რომელშიც უფრო დაწვრილებით არის მოთხრობილი ამ უცნაური ოჯახის ამბები.

 

წყარო: dainteresdit.ge

FB კომენტარები

კომენტარი