ნინო ჩხეიძე ახალ სიმღერაზე კლიპს იღებს

457
SHARE

მომღერალი ნინო ჩხეიძე, ახალ სიმღერაზე კლიპს იღებს. სიმღერა სიყვარულზეა და როგორც მომღერალი ამბობს, მისი რეპერტუარისგან განსხვავებულია. “კლიპის გადაღების გადაწყვეტილება, სიმღერის ჟანრიდან გამომდინარე მივიღე, სხვა სიმღერებისგან განსხვავებულია და დარწმუნებული ვარ, მაყურებელს და მსმენელს მოეწონება, თავად სიმღერა ჯერ არ გაჟღერებულა და კლიპის გადაღების დასრულებას ველოდები, რომ ერთდროულად გავაკეთო პრეზენტაცია”, – განაცხადა ნინო ჩხეიძემ ამასთან, მომღერალი უახლოეს პერიოდში მეორე კლიპის გადაღებას გეგმავს, რომელსაც ემიგრანტებს მიუძღვნის. კლიპში მონაწილეობას თავად ემიგრანტები მიღებენ და მისი პრეზენტაციები სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.

FB კომენტარები

კომენტარი