“ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების ხელჩართული ჩხუბი (ვიდეო)

482
SHARE

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
დაპირისპირება „ევროპულ საქართველოს“ ფრაქციად დარეგისტრირების საკითხს მოჰყვა.
ენმ-ის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ თქვა, რომ გელა თოლორაიას, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა, უნდა ეყოს ვაჟკაცობა და საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდეს. დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირიპირება წითლიძის ამ განცხადების შემდეგ დაიწყო.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ და ენმ-ის წარმომადგენელმა დათა შელიამ ერთმანეთს სცემეს, რის გამოც სხდომა შეწყდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ წუთებში საკრებულოში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
ექიმების განცხადებით, ჩხუბში მონაწილე საკრებულოს დეპუტატებს მსუბუქი სახის დაზიანებები აქვთ.
14 მარტის საკრებულოს სხდომაზე ბათლომე შელიამ განაცხადა, რომ გელა თოლორაია პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გახდა, რადგან იზიარებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს.
საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით შესული გელა თოლორაია ჯერ არცერთ სხდომას არ დასწრებია.

 

წყარო: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/22795-z

FB კომენტარები

კომენტარი