ნარკოტიკების, ტერორისტების, თუ თავად სამეფო კარის ინტრიგების მსხვერპლი?! – ემირატების პრინცის გარდაცვალებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება (ფოტოკოლაჟი)

505
SHARE

33 წლის მილიარდერი არაბი პრინცი შესაძლოა საკუთარი ოჯახის მსხვერპლი გახდა. ბრიტანული გამოცემა DAILY MAIL იუწყება, რომ ახალგაზრდა შეიხი რაშიდი ოფიციალურად ტახტის მემკვიდრედ 2008  წლიდან აღარ განიხილებოდა, მას შემდეგ, რაც მან სამეფო კარს მშვიდი და უხმაურო ცხოვრება არჩია. რაღაც პერიოდის განმავლობაში ის საერთოდ აღარ ჩანდა საზოგადოებაშიც. ამ დროისთვის მას ოფიციალურად პრინცის გვირგვინი და ტიტულიც ჩამოერთვა. ბრიტანული პრესის განმარტებით, დიპლომატიური წყაროებიდან გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, პრინცი სასახლის თანაშემწის მკვლელობაშიც იყო ეჭვმიტანილი. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ის სამეფო კარის ინტრიგების მსხვერპლი გახდა. ფაქტია, რომ ემირატების პრინცის სიკვდილით, არაბეთის სამეფო კარის ისტორია შეიცვალა.

არაბეთის მთავრობის აპარატმა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ დუბაის მმართველის უფროსი ვაჟი – შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ -მაკტუმი გულის შეტევით გარდაიცვალა, შაბათს გაავრცელა. შემთხვევის დეტალები ხელისუფლებას არ გაუმჟღავნებია.

ამავდროულად, სხვა ვერსიას ავრცელებს ბრიტანული მედია. ბულვარული გამოცემები იუწყებიან, რომ მილიარდერი პრინცი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის – კოკაინის 6 პარტიის ერთდროულად მიღების შედეგად გარდაიცვალა.

„ის იყო არაბი PLAYBOY ზღაპრული სიმდიდრით და საოცნებო ბრჭყვიალა მომავლით. თუმცა, მისმა გარდაცვალებამ დღემდე ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. კერძოდ კი, თუ რამ გამოიწვია სინამდვილეში ახალგაზრდა 33 წლის მამაკაცის უცაბედი გარდაცვალება ასეთ ახალგაზრდა ასაკში. დიპლომატიური წრეებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ პრინცი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და ამაზე არაბეთის მაღალი საზოგადოებისთვის ცნობილიც იყო. ამავე წყაროების ინფორმაციით, პრინცი ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ სარეაბილიტაციო კურსების ჩასატარებლად,“- წერს ბრიტანული გამოცემა.

ახალგაზრდა შეიხის სიკვდილს ურთიერთგამომრციხავი ვერსიების გაჩენა მოჰყვა. ირანული მედიის ინფორმცაიით, არაბეთის გაერთიანებული ემირატების 33 წლის პრინცი, შეიხი რაშიდი ტერორისტებმა იემენში მოკლეს და ის მოულოდნელი გულის შეტევით არ გარდაცვლილა. ახალი ამბების სააგენტო „ფარსი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დუბაის მმართველის უფროსი ვაჟი რამდენიმე არაბ ჯარისკაცთან ერთად, იემენის პროვინცია მარიბში იმყოფებოდა, სადაც შიიტური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ მიერ განხორცილებული საარტილერიო დაბომბვის დროს დაიღუპა. ეს ინფორმაცია ირანულმა სააგენტომ შეიარაღებული დაპირისპირების შემსწრე თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა.

13 სექტემბერს იემენის შეიარაღებულმა ძალებმა, „ანსარ ალაჰის“ მიერ კონტროლირებად მარიბის პროვინციაზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. ოპერაცია არაბეთის გაერთიანებული ემირატების მხარდაჭერით განხორციელდა და ის 10 ათას ჯარისკაცს მოიცავდა. არაბეთმა იემენის ოპერაციაში ასეთი გაძლიერებული კონტიგენტით მონაწილეობა პირველად მიიღო. შეიარაღებული ძალების აქტიური გადატყორცნა იემენში, საჰაერო ბაზა  საფერეზე  განხორციელებული დაბომბვის შემდეგ დაიწყო. დაბომბვის შედეგად ათობით უცხოელი ჯარისკაცი და არაბეთის გაერთიანებული ემირატების 46 ჯარისკაცი დაიღუპა. ამ თავდასხმის შემდეგ, საუდის არაბეთმა და კატარიმ იემენში ათასი ელიტური სამხედრო ჯარისკაცი გაგზავნა.

რაშიდის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტის მემკვიდრე მისი უმცროსი ძმა- 32 წლის შეიხი ჰამდანი გახდა.  მისი ძმების მსგავსად 33 წლის არაბი პრინცი დასაოჯახებელი იყო.  ის 1981 წელს დაიბადა. მამამისის, დუბაის მმართველის 24 შვილიდან ერთ-ერთი და გამორჩეული იყო. მამამისის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე დუბაის საამიროს მმართველის – მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის სახელს უკავშირდება დუბაის თანამედროვე აღორძინება, ახლო აღმოსავლეთში მისი მეგაპოლისად და ტურისტულ ცენტრად გარდაქმნა. 17 წლის იყო როცა პირველად დაქორწინდა და ქორწილის ცერემოანია 100 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს იყო არა მხოლოდ დუბაიში, არამედ სრულიად არაბეთში და მთელს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველა გრანდიოზული და მდიდრული ქორწილი. მამა შვილის მომავალზე თავიდანვე დაინტერესდა და რაშიდს განათლება ბრიტანეთში, სამხედრო აკადემიაში მიაღებინა.

პრინცი გასულ შაბათს ბურ-დუბაიში მდებარე უმ-ჰარირის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი უცაბედი სიკვდილით, ის გახდა ყველაზე იდუალი პრინცი თანამედროვე სამყაროში.

ზაზა გიგაური

2C7ED6B100000578-3243284-image-a-1_1442842366121

2C7ED7D700000578-3243284-image-a-2_1442842378728

2C9BB8A900000578-3243284-image-a-1_1442854295682

2C9BB8C300000578-3243284-image-a-2_1442854314582

2C9BC95E00000578-3243284-image-m-4_1442854442376

2C9BE2E300000578-3243284-image-a-5_1442855898663

2C9BE2EC00000578-3243284-image-a-6_1442855902833

2C83AE7400000578-3243284-image-a-5_1442842428783

2C99F4E200000578-3243284-image-a-8_1442843634959

2C891E8C00000578-3243284-image-a-6_1442842441622

2C97454900000578-3243284-image-m-13_1442844126113

FB კომენტარები

კომენტარი