“ნაკლებად გაამართლებს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ მოგიტანთ ზიანს” – მიხეილ ცაგარელი

1039
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 25 თებერვლის პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:00-დან 22:49 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

განეწყვეთ პოზიტიურად და დასახეთ სამომავლო გეგმები. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მოიმატებს მოტყუების და შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ნაკლებად გაამართლებს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ მოგიტანთ ზიანს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ახლობლებთან გულახდილი საუბრისა და შეცდომების გამოსასწორებლად, იურიდუიული კონსულტაციის მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და თხილით, მიირთვით ასკილის და თაფლის ნაყენი. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, არ ღირს თვალების ზედმეტად დატვირთვა.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ფირუზისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარჯანი და შავი გაგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისა და თხის რქისათვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი