“მძღოლმა გაჩერება ვერ მოასწრო”, “თავის მოკვლა განზრახული ჰქონდა” – რას ყვებიან თვითმხილველები მეტროში მომხდარ ტრაგედიაზე

139
SHARE

“სარაჯიშვილის” მეტროში მომხდარ ტრაგედიას თვითმხილველები იხსენებენ. როგორც მათი უმრავლესობა აცხადებს, მამაკაცს წინასწარ ჰქონდა განზრახული სუიციდი. “მატარებელში ვიჯექი და მძღოლმა უცებ დაამუხრუჭა. ვაგონიდან რომ გამოვედით, ხალხმა თქვა, ის ბიჭი ისე იდგა, უკვე იცოდა, რომ თავი უნდა მოეკლა”; “განზრახ ჰქონდა დაგეგმილი, თორემ იმ წამს ვერ გადაწყვეტდა თავის მოკვლას”; “მემანქანემ საყვირი რამდენჯერმე მისცა, რომ ბიჭს ტერიტორია დაეტოვებინა, თუმცა, ამაოდ, მძღოლმა გაჩერება ვერ მოასწრო”; “ვაგონის დასაწყისში იდგა, ალბათ, იცოდა, რომ იქ გადარჩენის შანსი არ ჰქონდა”. მომხდარის გამო დღეს დილის 10 საათიდან მეტრო პარალიზებულია დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით.

FB კომენტარები

კომენტარი