მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრების იდეალური სისუფთავე გასახდელში (ფოტო)

68
SHARE

იაპონელმა ფეხბურთელებმა ნაკრების გასახდელი იდეალურ მდგომარეობაში მოიყვანეს იმის მერე, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში წააგეს.
იაპონელები ბელგიელებს შეხვდნენ, რომლებიც იმთავითვე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. თუმცა, იაპონიამ ორი გოლის გატანა მაინც შეძლო. მატჩის შემდეგ, დაღლილმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს.
წაგების და იმედგაცრუების მიუხედავად, იაპონელებმა თავის თავს „ბარდაგის“ დატოვების უფლება არ მისცეს. სპორტსმენებმა თამაშის შემდეგ იდეალური სისუფთავე და წერილი სიტყვით, „მადლობა“ დატოვეს. ასევე ნაკრებმა გულშემატკივრებს იმისთვის გადაუხადეს მადლობა, რომ მათ სტუმრად ყოფნის დროს სტადიონი და ქალაქი არ დაანაგვიანეს. ფანატებმა „როსტოვ-არენა“ მიალაგეს და ტრიბუნებიდან ნაგავი პარკებში ჩაყარეს. ზუსტად ასე მოიქცნენ ისინი სარანსკში მატჩის დროსაც. „ჩვენ აქ ფეხბურთს ვთამაშობთ, ვიბრძვით მოედანზე მაგრამ თან იაპონიასაც წარმოვადგენთ. ამიტომ ეს ღირსეულად უნდა გავაკეთოთ”, – აღნიშნეს იაპონელებმა.

FB კომენტარები

კომენტარი