მსოფლიოს 10 კრეატიული ავტოსადგომი (ფოტოკოლაჟი)

65
SHARE

კრეატიულობა რომ ყოველთვის, ყველა საკითხში მნიშვნელოვანია, ამაში ახლაც დარწმუნდებით. ერთი შეხედვით, არაფერია საინტერესო ავტოსადგომში, მას მხოლოდ ავტომობილის დასაყენებელ ადგილად მოვიაზრებთ, თუმცა როგორ შეალამაზეს ავტოსადგომების ეს დანიშნულება კრეატიულმა ადამიანებმა,
ქვემოთ ნახავთ.
1) 1111 ლინკოლნ როუდი, მაიამი.

თუ რომელიმე ავტოსადგომი ადგილმდებარეობას სრულყოფილად წარმოაჩენს, ეს სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ცნობილმა შვედმა არქიტექტორმა, ჰერცოგ დე მეურონმა, სამხრეთი სანაპიროს ავტომობილების საოცარი ავტოსადგომი შექმნა: გლამურული, ნესტისგან თავისუფალი და ფლორიდის ჰაერით გაჯერებული.
2) პეკამის მულტიტევადობის ავტოსადგომი, ლონდონი.

სამხრეთ ლონდონში ამ ადგილს ქალაქის ყველაზე ტრენდულ სამეზობლოდ მოიხსენიებენ. აღნიშნული ავტოსადგომი ხელოვნების ინსტალაციებითა და ტერასაზე ბარითაა ცნობილი.
3) მილენიუმ პოინტი, ბირმინგჰემი.

გეომეტრიული ფიგურებით აწყობილი ავტოსადგომი სასტუმროს ან ხელოვნების მუზეუმს მოგაგონებთ, სინამდვილეში კი ნეონისგანათებიანი ლითონის სტრუქტურა კრეატიული და გამორჩეული ვიზუალის
ავტოსადგომია.
4) მაიამის სატვირთო ავტომობილების ავტოსადგომი ,,Miami Ballet Valet
Parking Garage”.
ერთ-ერთი გამორჩეულია არამარტო კრეატიულობით, არამედ სილამაზით, რადგან მისი კედლები მწვანე მცენარეებითაა მორთული, რაც სითბოსა და ეგზოტიკურობას მატებს გარემოს.
5) მიჩიგანის თეატრი, დეტროიტი.

ძველი დეტროიტის ერთ-ერთი რელიქვია მიჩიგანის თეატრია. მისი მოხატული ჭერი საპარკინგე ადგილს ზემოდან დაჰყურებს. ორნამენტებიანი მორთულობის გარდა, საინტერესო ისაა, რომ ადრე აქ ჰენრი ფორდის ავტოსადგომი იყო.
6) ,,Autostadt”, ვოლფსბურგი, გერმანია.

ეს ავტოსადგომი ფოლკსვაგენის საკუთრებაშია და დიდი, მრგვალი სივრცით შემოსაზღვრულ შენობას მოიცავს. ყოველი მანქანა ერთმანეთის წინა სართულებზეა განლაგებული და მეპატრონეს ავტომატური მოძრაობით უბრუნდება. ასეთი განლაგებით კი ადგილმდებარეობა და ფართობი იზოგება.
7) სანტა მონიკას სამოქალაქო ცენტრის ავტოსადგომი.

ცისარტყელას ფერებით გაფორმებული შენობა ,,Moore Ruble Yudell”-ის არქიტექტურული ფირმის ზედამხედველობაშია. მისი მზის პანელები ენერგიას შთანთქავს. აქვეა ელექტრონული მანქანების მაღაზიებიც.
ავტოსადგომი სერტიფიცირებულია.
8) კანზასის ქალაქის ბიბლიოთეკის ექსტერიერის ავტოსადგომი.
ავტოსადგომი გარედან გიგანტური წიგნის ყდებისა და თაროების ფორმებითაა წარმოდგენილი.
9) ,,Mission Bay Block 27”, სან ფრანცისკო.
სან ფნარცისკო მსოფლიოში ცნობილია, როგორც ტექნიკის ქალაქი და აღნიშნული ავტოსადგომი გეომეტრიული ფორმის თეთრი შენობაა.
10) ,,Parc Des Celestines”, ლიონი, საფრანგეთი.

სიურრეალისტური იდეის შენობაა, რომელსაც ცილინდრული ფორმა და შუაში დიდი სარკესავით ბურთი აქვს. თითოეული სადგომიდან შუქი ,,გადმოედინება“ და იქაურობას ძალიან ლამაზ იერს სძენს.

FB კომენტარები

კომენტარი