მსოფლიოს მასშტაბით, ინტერეტის გათიშვის თარიღი ცნობილია

989
SHARE

ინტერნეტის მომხმარებლებს შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ და ეს 11 ოქტომბერს მოხდება. ინფორმაციას დომეინის სახელებისა და IP-მისამართების რეგულაციის საერთაშორისო კორპორაცია – ICANN ავრცელებს. გლობალური შეფერხების მიზეზია ინტერნეტის ისტორიაში პირველად, კრიპტოგრაფიკული გასაღების ( KSK)-ს შეცვლა.
როგორც კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კრიპტოგრაფიკული გასაღების შეცვლის შედეგი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, მაგრამ ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა, დომეინების სახელწოდების აკრეფისას პრობლემები შეექმნათ. მომხმარებლები 48 საათის განმავლობაში მიიღებენ გზავნილებს შემდეგი ფორმით – server failure , servfail.
ორგანიზაცაში ასევე აღნიშნავენ, რომ 11 ოქტომბერი სავარაუდო თარიღია და მან ჯერ კიდევ რატიფიცირება უნდა გაიაროს.

FB კომენტარები

კომენტარი