“მრავალი რამ მაქვს მასზე სათქმელი” – რას წერს ანა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტსა და პირველ ლედიზე

275
SHARE

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას შესახბ წერს:
“ეს დღეც დად­გა. დღეს, ვას­რუ­ლებ მუ­შა­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის რან­გში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნით სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს ავ­ტო­მა­ტუ­რად არ უწყდე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ გან­სხვა­ვე­ბით სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც არ უნდა იც­ვლე­ბოდ­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად (და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბოლო დღე­ებ­ში წა­მო­წე­უ­ლი უკა­ნო­ნო და უსა­მარ­თლო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნა ჩვე­ნი, სა­მო­ქა­ლა­ქო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით, რიგი დე­პუ­ტა­ტე­ბის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ით), სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი, ისე­ვე რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი და მრჩევ­ლე­ბი, პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვად უნდა შე­არ­ჩი­ოს; მე­ო­რე მხა­რე­საც უნდა ჰქონ­დეს სურ­ვი­ლი, რომ იყოს შერ­ჩე­უ­ლი… ამი­ტომ, დღეს მივ­მარ­თე პრე­ზი­დენტს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით.
მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენტს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დიდი ნდო­ბის­თვის. სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის წინა გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ჩემ­თვის, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია სხვაა და თან სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა: ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჩემი სა­ჯა­რო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მიც­ნობ­და და რო­მელ­თა­ნაც მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი შე­ნახ­ვედ­რი სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რებ­ზე, მა­ღა­ლი ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და და შე­მომ­თა­ვა­ზა ეს პო­ზი­ცია. ეს ბევ­რს მე­ტყვე­ლებს მის შე­სა­ხებ, და კი­დევ მრა­ვა­ლი რამ მაქვს მას­ზე სათ­ქმე­ლი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო მემ­სა­ხუ­რა ქვეყ­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის რან­გში. ვცდი­ლობ­დი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც არც ერთი დღე არ ყო­ფი­ლა პრი­ვი­ლე­გია, იყო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა! თით­ქმის ერთი, მრა­ვალ­მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო წელი გა­ვა­ტა­რე აქ. ძა­ლი­ან სა­ჭი­რო, სა­სარ­გებ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა შე­ვი­ძი­ნე ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო თავი შე­ე­მა­ტა მე­მუ­ა­რებს და ბევ­რი წლის შემ­დეგ, იქ მოვ­ყვე­ბი გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან კარ­გი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მამ­დიდ­რეს და გა­მაძ­ლი­ე­რეს. ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი, მად­ლო­ბა მათ ყვე­ლაფ­რის­თვის! მათ­თან მე­გობ­რო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა.
აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ავღ­ნიშ­ნო სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლედი, მაკა ჩი­ჩუა, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სიღ­რმით, თავ­მდაბ­ლო­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ლა­მა­ზით, თა­ვად ამ­შვე­ნებ­და პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუსს და არა პი­რი­ქით. მას­თან უერ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია იყო. მად­ლო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინ მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით, მა­თაც, ვინც მვოჩ­დო­გობ­დით და მაკ­რი­ტი­კებ­დით. ეს ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლას­თვის, ვინც რა­ი­მეს აკე­თებს”.

FB კომენტარები

კომენტარი