მოსკოვის ცენტრში „სტალინმა“ „ლენინი“ სცემა

111
SHARE

მოსკოვის ცენტრში უჩვეულო შემთხვევა მოხდა. ხელჩართული ჩხუბი სტალინისა და ლენინის ორეულებს შორის მოხდა, რომლებიც ხშირად დგანან წითელ მოედანთან.

ბოლო დროს კი მოსკოვის ცენტრალურ უნივერმაღთან სტალინის კიდევ ერთი ორეული გაჩნდა, სწორედ ამან გამოიწვია კონფლიქტი.

ჩხუბი მას შემდეგ მოხდა, რაც „ლენინი“ და „ახალი სტალინი“ ყავის დასალევად წავიდნენ. სწორედ ამ დროს სტალინის მეორე ორეულმა „ლენინს“ პრეტენზიები გამოუთქვა, რომ ის სხვა „სტალინმა“ გადაიბირა.

გარკვეული ხნის განმავლობაში ლენინს და სტალინს შორის „პროლეტარული დისკუსია“ მიმდინარეობდა და როდესაც ლენინმა მას ზურგი შეაქცია, „სტალინმა“ქოლგა სამჯერ ჩაარტყა ზურგში.

ამის შემდეგ „ლენინმა“ სხეულის დაზიანებით პოლიკლინიკას მიმართა და პოლიციის განყოფილებაში საჩივარი დაწერა. პროკურატურამ ამ საკითხის შესწავლა დაიწყო.

თვითმხილველების თქმით, „ახალი სტალინი“ „ლენინის“ მიმართ ბოლო დროს დიდ ყურადღებას იჩენდა. ასე, მაგალითდ, მან პროლეტარების ბელადს რამდენჯერმე ნაყინი უყიდა. სწორედ ამიტომ „ლენინმა“ ცდუნებას ვერ გაუძლო და „ახალ სტალინს“ მიეტმასნა.

FB კომენტარები

კომენტარი