მორიგი ბარბაროსული აქტი ტერორისტებისგან – ISIS -ს ბოევიკებმა პალმირას უძველესი სვეტები გაანადგურეს (ვიდეო+ფოტოკოლაჟი)

87
SHARE

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა მორიგი ვანდალური აქტი მოაწყეს. ამჯერად მათ ისტორიული ქალაქ პალმირას უძველესი სვეტები გაანადგურეს. პალმირა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ბოევიკების სამიზნე მიმდინარე წლის მაისიდან გახდა. მას შემდეგ მათ იქ ისტორიული ძეგლების მიმართ, არაერთხელ მოაწყეს ვანდალური აქტები. ამ პერიოდში მათ ასევე ააფეთქეს პალმირას უძველესი ტაძარიც, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით თარიღდებოდა. ამ თვის დასაწყისში კი, უძველეს ქალაქში ISIS-ის ტეროროსტებმა უძველესი ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს.

რაც შეეხება სულ ბოლო მოვლენას, ისტორიული ძეგლები მას შემდეგ განადგურდა, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა პალმირაში სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ისინი სწორედ ისტორიული ძეგლის სვეტებზე მიაბეს, შემდეგ კი უძველესი ნაგებობა ააფეთქეს. თუ ვინ იყვნენ ტყვეები, ან რა მოტივით დასაჯეს ისინი სიკვდილით, ამ დრომდე უცნობია.

ქალაქ პალმირას ისტორიულ ძეგლებს კი, ტერორისტებისგან კვლავაც საბოლოო განადგურების საფრთხე ემუქრებათ.

https://www.youtube.com/watch?v=4_If1nSUYlg

1 2 3 4 5 6 7 8

FB კომენტარები

კომენტარი