მოდურად ჩაცმის მოყვარული რუსი გოგონების საყვარელი ქართველი დიზაინერი

481
SHARE

ტანსაცმლის შექმნითა და დიზაინით 13 წლის ასაკში დაინტერესდა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მისი შეკერილი სამოსით იწონდებდნენ თავს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები.

აჭარა მიუსიქ ჰოლში პირველი ჩვენების მოწყობის შემდეგ მისი სახელი ფართო საზოგადოებამაც გაიგო და პერსპექტიულ ქართველ დიზაინერთა სიაში ღირსეულად ჩაეწერა ლიკა ალადაშვილი.

18 წლისა უკვე ჩამოყალიბებული დიზაინერი იყო და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ იქ შეიქმნა დღეს რუსეთში პოპულარული ბრენდი likaforlika, რომლის სამოსითაც ხშირად იწონებენ თავს მოსკოვში გემოვნებით ჩაცმის სიყვარულით განთქმული გოგონები და მათ შორის ლიკას მეგობარი ქეთა თოფურიაც.

მიუხედავად იმისა, რომ likaforlika რუსული ბომონდის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია, ლიკა ალადაშვილი მაინც რჩება იმ მოდელიერთა ჯგუფში, რომლებსაც ჟარგონულ ენაზე სახალხო დიზაინერებს უწოდებენ, რადგან likaforlika ქმნის სამოსს რომელთა ფასებიც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელთათვის ხელმისავდომია.

დაახლოებით ორი წლის წინ ლიკა ალადაშვილმა ფეხსაცმლის ხაზი ჩაუშვა და მის ამ წამოწყებას გამორჩეული წარმატება ხვდა წილად. ტიმბერლენდების სტილში შექმნილი likaforlika-ს ბათინკები პირველად ქეთა თოფურიას ფეხზე გამოჩნდა და მალე ისინი ყველა გოგონას გარდერობის ოცნება გახდა.

ქეთა თოფურია ლიკასთვის მხოლოდ მეგობარი და მისი სამოსის აქტიური მომხმარებელი არ არის. ტანსაცმლის საკუთარი ხაზის ketione-ს შემქნის შემდეგ ქეთა ლიკას პარტნიორი გახდა, და შეიქმნა ახალი ბრენდი lika4ketione და ვინც მოდაში ერკვევა ის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოიწონებს, რადგან ქეთას კაბებს ისეთ სტილს ვერაფერი აძლევს, როგორც ლიკას ფეხსაცმელები.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების შემდეგ likaforlika-მ ახლახანს საცურაო კოსტუმებიც შექმნა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მის ახალ წამოწყებას დიდი წარმატება ვუსურვოთ, ქართველი მომხმარებლის სასიხარულოდ კი შეგვიძლია გითხრათ, რომ likaforlika ქართულ ბაზარზეც გეგმავს შემოსვლას.

(სტატიაზე მიბმულ ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ ლიკა ალადაშვილის მიერ შექმნილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი)

a37115_big

a37108_big

a37109_big

a37110_big

a37111_big

 a37113_big

a37114_big

წყარო: http://droni.ge

FB კომენტარები

კომენტარი