„მის ლიბანი“ სამშობლოში „მის ისრაელთან“ გადაღებული ფოტოს გამო შერისხეს

102
SHARE

„მის ლიბანს“ მისი დედოფლური გვირგვინი მას მერე „ჩამოხსნეს“, რაც ლამაზმანის ფოტოები გავრცელდა, სადაც ის „მის ისრაელთან“ ერთად პოზირებდა. ფოტოები ორი ქვეყნის ულამაზესმა ქალებმა მსოფლიოს სილამაზის კონკურსის ფარგლებში, ფილიპინებზე გადაიღეს. ფოტოზე „მის ლიბანი“ სალვა აკარი „მის ისრაელთან“, დანა ზრეიკთან ხელგადახვეულია აღბეჭდილი. ისინი ჟესტების ენით სიტყვა „მშვიდობას“ გვაჩვენებენ.
მას მერე, რაც ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, „მის ლიბანის“ თანამემამულეებმა გადაწყვიტეს, რომ „მის ისრაელთან“ ასეთი ახლო დამოკიდებულები ყოვლად აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია მათი ქვეყნისთვის.
სილამაზის კონკურსის „მის ლიბანის“ წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც დაგმობილია მათი ქვეყნის კანდიდატის ქმედება. თუმცა სალვა აკარი ასე ადვილად შესაშინებელი არ აღმოჩნდა. მან “ფეისბუქზე” განცხადება გამოაქვეყნა -„მე არ მჭირდება თქვენი „ტიტული“. მე დავამთავრებ იმას, რაც დავიწყე, თქვენი მხარდაჭერით, ან მის გარეშეც. ღმერთი ყოველთვის ჩემს გვერდით არის და მან იცის, რა ხდება ჩემს გულში.“
ცნობისთვის, ლიბანური წარმოშობის ისლამისტურ სამხედრო მოძრაობა „ჰესბოლასთან“ ისრაელს არაერთი სისხლიანი კონფლიქტი და დაპირისპირება ჰქონია.

FB კომენტარები

კომენტარი