მისცემს თუ არა “შოთა” დღიურს – “ხელოვნური სუნთქვის” “რეზი,” ბოლო, რეზონანსულ სერიაზე საუბრობს

938
SHARE

სერიალი “ხელოვნური სუნთქვა” განხილვის თემა გახდა. მას უამრავი მაყურებელი ჰყავს.  ხუთშაბათის სერიის შემდეგ, განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება გამოიწვია “შოთას” და “რეზის” სცენამ, სადაც მოქმედება “ნუცას” საფლავზე ხდება.
“კვირა+” -ს დათო ჯაყელმა მის გმირზე, “რეზიზე” საკუთარი აზრი გაანდო. დათო ამბობს, რომ ხალხი ძალიან თბილად ხვდება და სერიალის შემდეგ, მსახიობის პოპულარობამაც იმატა. არ ფიქრობს, რომ “რეზი” უარყოფითი პერსონაჟია, გმირი ამიტომაც იტანჯება.
“ხალხი ძალიან თბილად მხვდება, რაც სასიამოვნოა. სხვადასხვა პორტალებზე რასაც წერენ,  ყურადღებას არ ვაქცევ და ხანდახან ბევრს ვიცინი ხოლმე. ჩემი აზრით “რეზის” გმირი უარყოფითი არ არის, ძალიან დადებითი პიროვნებაა. შეცდომა დაუშვა, მაგრამ გამოსწორება არ შეუძლია და ეძებს პასუხს. უარყოფითი რომ იყოს, არც შეეცდებოდა მსგავსი რაღაცის გაკეთებას. გააგრძელებდა ცხოვრებას თავის ოჯახთან. თავს, რა თქმა უნდა, იდანაშაულებს და ამიტომაც იტანჯება.14729183_310918192623780_4667874961626488012_n სხვა შემთხვევაში სხვანაირ ცხოვრებას აირჩევდა”, – აცხადებს ჯაყელი. ახალი სერიის მოლოდინს ემატება “ნუცას” დღიური და მასში ჩაწერილი დაღუპული გოგონას გრძნობები. გაიგებს თუ არა “რეზი” ვინ იყო დამნაშავე “ნუცას” სიკვდილში. დათო ჯაყელს, ამასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი აქვს. “გააჩნია რა ეწერებოდა დღიურში, ვინ იქნებოდა ნუცას სიკვდილში დამნაშავე, ამის მიხედვით გაირკვეოდა. “შოთა” მისცემს თუ არა “რეზის” წაკითხვის ნებას, ეს სცენარი ჯერ არ დაწერილა და მეც არ ვიცი ზუსტად. ისე ძნელი სათქმელია”, – განაცხადა დათო ჯაყელმა “კვირა+”-თან საუბრისას.
maxresdefault

FB კომენტარები

კომენტარი