მიმტანმა მომხმარებელს სახეში ტორტი უთავაზა ( ვიდეო)

282
SHARE

უკრაინაში, კიევის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანმა ქალს სახეში ტორტი უთავაზა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო კაფეს სხვა სტუმრებმა გადაიღეს და „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნეს.
პოსტის ავტორის ცნობით, დაზარალებული ქალი და მისი მეგობარი გამომწვევად იქცეოდნენ.
„ძალიან ხმაურობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ხალხის ყურადღება მიექციათ“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ვიდეოს აღწერაში.
კადრებში ჩანს, რომ მომხმარებლებთან კამათის შემდეგ, მიმტანმა ერთ-ერთ მათგანს სახეში ტორტი გაუქანა, მეორე მიმტანმაც სცადა იმავეს გაკეთება, თუმცა ააცდინა. ქალებმა ყვირილი დაიწყეს და ადმინისტრატორის მოყვანა მოითხოვეს.
ის, თუ რით დასრულდა კონფლიქტი, უცნობია.

FB კომენტარები

კომენტარი