მეცნიერებმა გაარკვიეს, რა უნდა ვჭამოთ რომ არ დავბერდეთ – 5 პროდუქტი, რომელიც სიბერეს ებრძვის

344
SHARE

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთ პროდუქტს გენების გამაახალგაზრდავებელი უნარი გააჩნია. დაივიწყეთ მკაცრი დიეტები, კალორიების დათვლა და ტკბილზე უარის თქმა. ჯანმრთელობისა და მუდმივი ახალგაზრდობის რეცეპტი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოთ, რომელიც გენებზე ახდენს ზემოქმედებას. პირველი ადამიანი, ვინც განაცხადა იმის შესახებ, რომ საკვები პროდუქტები გავლენას ახდენს გენების მუშაობაზე, იყო ამერიკელი დერმატოლოგი ნიკოლას პერიკონე. რამდენიმე ბესტსელერის ავტორი ამტკიცებდა, რომ გენეტიკური დანადგარები ჩვენს ორგანიზმში მუდმივი არ არის. ის მოდიფიკაციას ექვემდებარება ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე და ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში სწორედ რომ საკვებს უკავია, ანუ იმას, თუ რას მივირთმევთ. ექიმის აზრით, მთავარი პროდუქტში კალორიების რაოდენობა კი არ არის, არამედ ის, თუ რა საკვებ ნივთიერებებს შეიცავს. ზოგიერთი საკვები პროდუქტი პირდაპირ გამაახალგაზრდავებელ წამალს წარმოადგენს, რომელსაც დიდი უნარი აქვს, შეაჩეროს ორგანიზმში დაბერების პროცესი. პერიკონე ამტკიცებს, რომ თუ მის მიერ შემოთავაზებულ ახალგაზრდობის დიეტას დაიცავთ, 60 წლის ასაკში 40 წლის შეხედულება გექნებათ. სწორი კვება გამაახალგაზრდავებელ გენებს მუშაობის საშუალებას აძლევს იმ ასაკში, როდესაც ისინი, წესით, ჩვეულებრივ, მუშაობას წყვეტენ. “ჩვენ გენებს მემკვიდრეობით ვიღებთ, მიდრეკილებით ადრეული თუ გვიანი დაბერებისკენ, ასევე სხვადასხვა ტიპის დაავადებებისკენ, – ამბობს მკვლევარი, – მაგრამ ზოგიერთი სახის პროდუქტის რეგულარულ გამოყენებას შეუძლია შესწორებები შეიტანოს ამ გლობალურ გეგმაში”. ბევრი ახლი კვლევა გვიჩვენებს, რომ პერიკონეს აზრი საფუძველს ნამდვილად არ არის მოკლებული. მაგალითად, ამერიკელი დიეტოლოგი ბრუნილდა ნაზარიო თვლის, რომ დიეტა, რომელიც პერიკონეს იდეებს ეფუძნება, არ ეწინააღმდეგება თანამედროვე დიეტოლოგიის პრინციპებს და ნამდვილად გამართლებულია. მსგავსი სახის კვება სერიოზულ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. ის მხოლოდ აქცენტს აკეთებს ზოგიერთი საკვების რეგულარულ მოხმარებაზე, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სიბერესთან ბრძოლაში. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს, რომელთა მუდმივი გამოყენება საკუთარი ორგანიზმის გარდაქმნის, თქვენს გენეტიკურ მემკვიდრეობაზე გამარჯვების და სიბერის პროცესის სერიოზული შენელების საშუალებას მოგცემთ.
1. შავი შოკოლადი – საუბარია შოკოლადზე კაკაოს მაქსიმალური შემცველობით. კაკაო შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც ფლობს ფენომენალურ შესაძლებლობას, დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა ინფექციისგან. უპირველეს ყოვლისა, ეს ნივთიერება სასარგებლოა კანისთვის. ამიტომ კაკაო უბრალოდ აუცილებელია ქალებისთვის, რომელთაც სურთ, შეინარჩუნონ ახალგაზრდა კანი ხანდაზმულ ასაკში. ამასთან, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, შავი შოკოლადის დაახლოებით 60 ჰორმონი ხელს უშლის არტერიების შევიწროვებასა და დახშობას. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნის ალბათობას. გარდა ამისა, კოფეინი და თეობრომინი, რომელსაც ეს მწარე ნუგბარი შეიცავს, ადამიანის შრომისუნარიანობისა და შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებასაც ახდენს.
2. ორაგული – პერიკონე იზიარებს დიეტოლოგების აზრს იმის თაობაზე, რომ ორაგული და ცივ წყლებში მობინადრე თევზის სხვა სახეობები რეგულარულად უნდა მიიღოთ. ასეთი თევზი შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა -3-ს და ანტიოქსიდანტებს, ასევე, წარმოადგენს ცილების წყაროს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ქსოვილის სტრუქტურისთვის. ეს სამი ელემენტი წარმოადგენს საკვანძო ნივთიერებას ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად, რამდენადაც მათი შემცველობა რაციონში იმ გენების აქტივაციას უწყობს ხელს, რომელიც ორგანიზმს აახალგაზრდავებს, – ამტკიცებს პერიკონე.
3. დარიჩინი – ეს სანელებელი არა მხოლოდ დახვეწილ გემოს აძლევს ზოგიერთ კერძსა და სასმელს, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივების უნიკალურ საშუალებასაც წარმოადგენს. დარიჩინი შაქრის დონეს არეგულირებს სისხლში, აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და ზრდის კონცენტრაციის უნარს. პერიკონე ასევე ამტკიცებს, რომ ანტიოქსიდანტებს, რომელსაც დარიჩინი შეიცავს, შეუძლია მელანომას წარმოქმნის რისკი შეამციროს. ფაქტობრივად, დარიჩინს უნარი აქვს, ორგანიზმში იგივე როლი ითამაშოს, რაც წიწმატს – როგორც რამდენიმე გენის “ჩამრთველი”, ის აქტიურად უწყობს ხელს იმუნური სისტემის მუშაობის პროცესს.
4. სოკო – თანამედროვე დიეტების უმრავლესობაში სოკო არ შედის. ითვლება, რომ ეს მძიმედ მოსანელებელი პროდუქტია და არ შეიცავს განსაკუთრებულად ღირებულ საკვებ ნივთიერებებს. თუმცა, ბოლო წლებში კვლევები უფრო ხშირად აჩვენებს, რომ ზოგიერთი სახეობის სოკოს სასარგებლო გავლენა აქვს იმუნურ სისტემაზე, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და აძლიერებს ღვიძლს, – ხაზს უსვამს პერიკონე. კონკრეტულად სოკო შიტაკი უამრავ სასარგებლო ანტიოქსიდანტს შეიცავს. პოპულარული ხის სოკო კი მდიდარია რკინით, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელებისა და შარდ-სასქესო სისტემისთვის. ამას გარდა, სოკოს ბევრი სახეობა მდიდარია D ვიტამინით, ამიტომაც განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც მზეზე იშვიათად გადის.
5. წიწმატი – ამ პროდუქტის შემთხვევაშიც საქმე ანტიოქსიდანტებს ეხება, რომელიც იმუნური სისტემის ბრძოლის უნარს აძლიერებს ინფექციებისა და მავნე ნივთიერებების მიმართ. ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, რომელიც ორგანიზმის დაბერების პროცესში მთავარ აგენტს წარმოადგენს. წიწმატის თითქმის ყველა სახეობის ქიმიური შემადგენლობა პრაქტიკულად ერთნაირია ეს გახლავთ კაროტინი, А, Е, С, К, D, РР და В ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი, მინერალები: ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი; ასევე, ცილები, ნახშირწყლები, ეთერზეთები, გლიკოზიდი, ალკალოიდი ლეპიდინი, ფლავონოიდები და ზეთი. ამას გარდა, წიწმატი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ორგანიზმიდან მავნე მარილებს დევნის და ამით იცავს თირკმელებს, ღვიძლს და ამცირებს ზეწოლას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. პერიკონეს მტკიცებით, წიწმატის რეგულარული მოხმარება ორგანიზმში ზოგიერთი გენის აქტივაციას იწვევს, რომელიც იმუნური სისტემისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებას გამოიმუშავებს.

FB კომენტარები

კომენტარი