მეორადი სიგარეტები განვადებით – თბილისში თამბაქოს გადამყიდველები გამოჩნდნენ

297
SHARE

სიგარეტის გაძვირების შემდეგ თბილისში „თამბაქოს გადამყიდველები“ გამოჩნდნენ. განცხადებების საიტზე სიგარეტი „მალბორო“ 5,50 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. მეპატრონე თანახმაა, მყიდველს სიგარეტზე განვადებაც შესთავაზოს.
„იყიდება სიგარეტი „მალბორო“. არის საუკეთესო მდგომარეობაში, საქართველოში ნაფაზი არავის დაურტყამს, ორიგინალი ფილტრით. არ არის „დანაბიჩოკები“ და ნაწვალები, განბაჟება უწევს 23 იანვარს. შემიძლია თანხა შეგაძლებინოთ, 2,00 ლარი ხელზე, დანარჩენი ნოტარიუსით, ყოველთვე, ან მთლიანად განვადებაც მაწყობს. ასევე დაგეხმარებით ევროპიდან სხვა მეორადი სიგარეტების შემოტანაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

http://www.mymarket.ge/ka/product/view/8689198/

FB კომენტარები

კომენტარი