მედიტაცია სტრესისგან გაგანთავისუფლებთ და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ

280
SHARE

მრავალმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მედიტაციას გააჩნია უამრავი დადებითი თანმხლები თვისება. კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიტაცია ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას, ამცირებს სტრესს და შფოთვას, კვებავს გონებას და ახდენს დადებით ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში.
წიგნში “შრი ჩინმოი საუბრობს” ნათქვამია, რომ როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ ვუხმობთ მაღალ რეალობებს შემოვიდნენ დაბალ რეალობებში და აგრძნობინონ მათ, რომ ისინიც ღმერთს ეკუთვნიან. ასე რომ, მედიტაცია ჩვენი მაღალი ნაწილის მოხმობაა დაბალ ნაწილში. ყველას არ სჯერა მედიტაციის ძალის, მაგრამ საკმარისია ერთხელ ნახოთ ეფექტი, რომ ის თქვენი დღის რეჟიმის უცვლელი ელემენტი გახდება. ადამიანები ხშირად იღებენ სტრესს გაუთავებელი საოჯახო საქმიანობისგან, გადატვირთული სამუშაო გრაფიკისგან, ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ გადაღლილი თანამშრომელი არ არის პროდუქტიული და შემოქმედებითი. ძალიან ძნელია გადატვირთული დღის განრიგში მოდუნებისთვის დროის გამოყოფა, თუმცა არის მოკლე დროიანი 10-15 წუთიანი მედიტაციებიც, რომლებიც აგავსებთ დადებითი და მსუბუქი ენერგიით, რათა უკეთ შეასრულოთ საქმეები. იმისათვის, რომ დააღწიოთ თავი სტრესს, შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტში მრავალი სტატია, ვიდეო მასალა. ცნობილ პაციფისტ ბერს Thich Nhat Nahn-ს აქვს დაწერილი მრავალტომიანი წიგნი, რომელშიც განხილულია ყველა სახის მედიტაცია. მასში შედის ასევე ისეთი მოკლე ხანგრძლივობის მედიტაციის სახეები, რომლებსაც ადვილად შეუთავსებთ გადატვირთულ დღის რეჟიმს. ეს მოკლე განტვირთვა გაგიჩენთ მეტ ოპტიმიზმს, ენერგიას, შემართებას. შეძლებთ მეტად აკონტროლოთ ემოციები… გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი პრაქტიკა, მიიღეთ მაქსიმალურად მეტი ცხოვრებისგან და მედიტირების საშუალებით მოახერხებთ გაიმარტივოთ სირთულეები.

FB კომენტარები

კომენტარი