მედდა შავი მაგიით გოგონებს აშინებდა და სექსმონობაში ყიდდა (ფოტო)

263
SHARE

მედდა ნიგერიელ გოგონებს შავი მაგიით აშინებდა, რათა სექსუალურ მონობაში მათი გაყიდვა უფრო იოლი ყოფილიყო. 53 წლის ქალი ამავდროულად, ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის საერთაშორისო ქსელს ხელმძღვანელობდა და მდიდრულ სასახლეში ცხოვრობდა. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა „Mirror» იუწყება.
სექსვაჭრობით მიღებულ მთელ ფულს ჟოზეფინა იამუ თავის ფეშენებელურ ცხოვრების სტილზე ხარჯავდა, მათ შორის ევროპაში მოგზაურობაზე და ძვირფას დიზაინერულ ფეხსაცმელზე. მანამდე კი, იამუმ რამდენიმე თვე სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონის კლინიკებში მედდად იმუშავა. ამ სქემის დროს, რომ არ შექმნილიყო ზედმეტი პრობლემები, ნიგერიელ გოგონებს ვუდუს მაგიით აშინებდნენ. ყოველ გოგონაში დამნაშავე ქალი 38 ათას ევროს იღებდა. მოწყვლად მსხვერპლს უტარებდნენ „ჯუჯუს“ რიტუალს, რის შემდეგაც, ჟოზეფინა სრულად აკონტროლებდა მათ ნებას. ამისათვის ისინი სვამდნენ სისხლს, რომელშიც იყო მატლები და ასევე, ჭამდნენ ქათმის გულს.
გოგონებს ჰპირდებოდნენ ძვირადღირებულ ცხოვრებას ევროპაში და დიდ ფულს, პროსტიტუციაში ჩართვის სანაცვლოდ და ამისთვის ისინი მზად იყვნენ, ბევრი რამე გადაეტანათ. შავი მაგიის რიტუალის ჩატარების შემდეგ, ჟოზეფინა დაემუქრა გოგოებს, რომ თუ კი შეთანხმებას დაარღვევდნენ და ფულს არ დაუბრუნებდნენ, „ეშმაკი მოკლავდა მათ“. შედეგად, შეშინებულმა მსხვერპლებმა უდაბნო გადაკვეთეს და ლიბიის სანაპიროს მიადგნენ, საიდანაც იტალიის ვერონაში მდებარე საიმიგრაციო ბანაკში მოხვდნენ. იქ მათ ყალბი დოკუმენტები მისცეს. იქიდან ისინი გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც საროსკიპოები ლეგალურია.
იამუ და მისი 60 წლის ქმარი ლონდონის აეროპორტ ჰითროუში დააკავეს. პოლიციამ ჟოზეფინას ჩხრეკისას ამოიღო 6 ტელეფონი, 30 სიმ-ბარათი და ასევე, რიტუალებისთვის საჭირო ინგრედიენტების სიები.
სასამართლო პროცესზე, ნაფიც მსაჯულებს 11 საათი დასჭირდათ იმისთვის რომ ვერდიქტი გამოეცხადებინათ. საბოლოო განაჩენს სასამართლო 4 ივლისს გამოსცემს.
აღსანიშნავია, რომ შავი მაგიის რიტუალმა იმდენად შეაშინა გოგოები, რომ მათ, უკვე სამშვიდობოს ყოფნისას, კიდევ ერთი რიტუალი გაიარეს, რომელიც ღმერთებისთვის მიცემულ ფიცს აბათილებს.

FB კომენტარები

კომენტარი