მედდა პაციენტებს იმის გამო კლავდა, რომ ისინი მისი მორიგეობის დროს არ მომკვდარიყვნენ

417
SHARE

იაპონიაში, მედდა აიუმი კუბოკი ქალაქ იოკოგამადან პაციენტებს კლავდა იმ შემთხვევაში თუ ისინი ტერმინალურ მდგომაროებაში იყვნენ. იაპონური მედიის ცნობით, ამას იმის გამო აკეთებდა, რომ ავადმყოფები მისი მორიგეობის დროს არ გარდაცვლილიყვნენ.

კუბოკიმ დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ამ ხერხით გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრებთან მძიმე საუბრისგან თავის დაღწევას ცდილობდა.

პოლიცია 31 წლის იაპონელ ქალს ბრალს სდებს იმაში, რომ მან 2016 წლის შემოდგომაზე, პაციენტ სოზო ნიშიკავეს ანტისეპტიკის ინიექცია გაუკეთა, რომელსაც ქლორიდის დიდი შემცველობა ჰქონდა. მამაკაცი რამდენიმე საათში დაიღუპა. კუბოკი იმ დროისთვის ადგილზე იყო, თუმცა დაღუპულის ნათესავებთან საუბარი იმ თანამშრომელს მოუწია, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში უვლიდა. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ამ მედდის ხელით შესაძლოა ბევრად უფრო მეტი პაციენტი მომკვდარიყო და ამ კუთხით გამოძიებაც გრძელდება.

FB კომენტარები

კომენტარი