“მდგომარეობა მძიმდება” – გოგა ჩანადირი არასრულწლოვანთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე

100
SHARE

სოციალურ ქსელში, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე პოსტი გამოაქვეყნა.
“ძალიან გაიზარდა, 14-წლამდელთა მხრიდან, დანაშაული. ბავშვები ქურდობენ, ტეხავენ და ძარცავენ მაღაზიებს, კაფე-ბარებსა და ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებათ. პოლიცია მათ ვერ ებრძვის. დაზარალებულები პასუხს ვერ სცემენ და ასე, ერთ შავ წრეზე ტრიალებს პრობლემა. კანონის მიხედვით, ბავშვები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულები არიან. როგორც ჩანს, მათ, ვიღაც, ამ ბინძური საქმისთვის იყენებს და სწორედ ეს ვიღაც არის გამოსავლენი. ბევრ ქვეყანაში, 14 წლამდე ბავშვს, მშობლის/მინდობილი პირის გარეშე, ღამით გარეთ გასვლა აკრძალული აქვს. და ასე მოერივნენ პრობლემას. ჩვენთან გამოსავალი ჯერ კიდევ ვერ მოინახა და მდგომარეობაც უფრო მძიმდება”, – წერს ჩანადირი სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი