“მაღალია პროვოცირების, შეცდომაში შეყვანის და მოტყუების ალბათობა” – მიხეილ ცაგარელის რჩევები

287
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 23 იანვრის პროგნოზზე “ფორტრუნასთან” საუბრობს:

“მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან მაღალია პროვოცირების, შეცდომაში შეყვანის და მოტყუების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად. არ ღირს საბანკო და ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა  ექიმის კონსულტაციის მისაღებად, დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასამარცხებლად. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ციტუსი, თხილი, შოკოლადი და სხვა ალერგიული პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და სახსრებს, მოერიდეთ სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები –  მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, ამეთვისტო, აგატი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.”

FB კომენტარები

კომენტარი