“მარშუტკაში” იმდენი ხალხია ერთი ტორმუზი და უკვე მამა ხარ” – მარგალიტები თბილისურ საცობებზე

161
SHARE

თბილისში, მეტროს მემანქანეების გაფიცვამ, დედაქალაქში, შესაძლოა ითქვას, სატრანსპორტო კოლაფსი შექმნა. მიწისქვეშა მგზავრები, მიწის ზევით ამოვიდნენ და ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მგზავრებს შეეხიდნენ. იმ 56 საათში, როდესაც მეტროპოლიტენი არ მუშაობდა, ქალაქში მრავლად ნახავდით „უთავო მგზავრებს“, „მარშუტკის“ ფანჯარაზე მსხდომ პირებს და 16 ადგილიან „მარშუტკაში“ N-რაოდენობის მგზავრს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ერთი, რაც შეიძლება თამამად ითქვას, ისაა, რომ ქართველები იუმორის გრძნობას კრიზისულ სიტუაციაშიც კი არ ვკარგავთ. გთავაზობთ, ამ დღეებში „სოც.ქსელში“ გავრცელებულ „მარგალიტებს“:

“დღეს მარშუტკაში იმდენი ხალხია ერთი საბედისწერო ტორმუზი და უკვე მამა ხარ”.
„დღეს ავტობუსში ისეთი ამაყი სახეები ჰქონდათ სკამზე მსხდომ მგზავრებს, თითქოს ლიმუზინებში ისხდნენ“.
“ახლა ტაქსისტები გაიფიცებიან, რომ მეტრო სულ გაჩერებული იყოს და სულ ასეთი მუშაობა ჰქონდეთ”.
“მგონი ზაფხულიც გაიფიცა”.
“დავინახოთ პოზიტივი: რაღაცნაირი, ევროპული პონტია “თბილისში ტრანსპორტი გაიფიცა”. არა? ახლა ავტობუსები და რკინიგზაც თუ შეურთდა, მთლად პარიზი გვექნება”
“აქციასა და კონტრაქციას და ერთმანეთის ხოცვას, მგონი, მართლა ჯობია, კალაძემ მემარცხენეებს და მემარჯვენეებს ფეხბურთი ათამაშოს“.
“დოლიძის ვენდისიდან ჩოდრიშვილის ასახვევამდე (დადიანიდან) 18 ლარიო, ტაქსმა “
„ფეხით სიარული ჯანმრთელობაააა“.
“კარმანჩიკებს” რა გაუსწორდებოდათ“.
„კაი დილას მოვედი როგორმე, 2 ავტობუსი გამოვიცვალე და მოვედი, საღამოს ორი ავტობუსის გამოცვლა მომიწევს მინდა თუ არა. აი ღამე იქნება “ჩინეთის მეტრო”.

„მეორე სართული აქვს ამ მარშუტკას და გვიმალავთ?!“
„ხომ გინდოდათ “ქოცები” იფრინეთ ახლა სიხარულით ტრანსპორტი რად გინდათ“.
„ავტობუსში ისეთი ჭედვა იყო მძღოლი სკამზე იყო დაბმული, მეც არ დავკარგო ადგილიო“.

FB კომენტარები

კომენტარი