მარკ ცუკერბერგი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

40
SHARE

ინტერნეტისადმი მსოფლიოში წვდომა პრიორიტეტი უნდა გახდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით „ფეისბუკის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ცუკერბერგი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე იმ თემებს აანონსებს, რაზეც ასამბლეაზე ისაუბრებს.

„ინტერნეტისადმი წვდომა ამ ადამიანებს ბევრად უფრო დიდ შესაძლებლობებს შეუქმნის. შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა, გამოთქვან საკუთრი პოზიცია სხვადასხვა საკითხზე. ბევრ ადამიანს ინტერნეტი სამუშაოს მოძებნაშიც დაეხმარა“, – წერს ცუკერბერგი.

მისივე ინფორმაციით, კვლევებმა აჩვენა, რომ 4 მილიარდზე მეტ ადამიანს ინტერნეტთან ან საერთოდ არა აქვს წვდომა, ან მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ამის საშუალება.

FB კომენტარები

კომენტარი