მარიხუანა დნმ-ს აზიანებს

263
SHARE

ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ მარიხუანა აზიანებს დნმ-ს და შესაძლოა, კიბოს განვითარების მიზეზადაც კი იქცეს. დიდი ხანია ცნობილია, რომ თამბაქოს კვამლში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ნეგატიურ გავლენას ახდენს გენეტიკურ მასალაზე და ზრდის ფილტვის კიბოსა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, მარიხუანას კვამლი კი ამ კუთხით შეუსწავლელია. მედიკოსებს განსაკუთრებით აშფოთებთ თამბაქოსა და ნარკოტიკულ მცენარეებში შემავალი აცეტალდეჰიდის ტოქსიკურობა. აცეტალდეჰიდით დნმ-ს დაზიანების გამოსავლენად მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ახალი მეთოდი – მოდიფიცირებული მას-სპექტრომეტრია. ანალიზის შედეგებმა ცხადყო, რომ მარიხუანას კვამლი ნამდვილად ცვლის ადამიანის დნმ-ს და ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ალბათობას.
რამდენიმე ხნით ადრე ფრედ ჰატჩინსონის კვლევით ცენტრში (აშშ) დადგენილ იქნა, რომ მარიხუანას ხშირი და ხანგრძლივი წევა ზრდის სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ადრეული ასაკიდან მარიხუანას რეგულარულ მომხმარებლებს დაავადების განვითარების ალბათობა არამწეველებთან შედარებით ორჯერ მეტი აქვთ. დადგენილია აგრეთვე უშუალო კავშირი მარიხუანას მოწევასა და სათესლე ჯირკვლის უკიდურესად საშიშ და სწრაფად მზარდ არასემინომურ კიბოს შორის, რომელიც უმთავრესად ახალგაზრდა, 20-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ.

წყარო: www.mkurnali.ge

FB კომენტარები

კომენტარი