მარინა ბერიძე: გაბუნია უნდა გაერკვიოს, პოლიტიკური თოქშოუს წამყვანია თუ შოუბიზნესის წარმომადგენელი

1353
SHARE

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან მარინა ბერიძესთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.

– ამ კონკურსში ჟიურის ლოიალურ წევრად გვევლინებით. რატომ?

– დიდ საქმეს შევეჭიდეთ და დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაივლიან ამ გზას ეს ბავშვები. თუ აქედან ერთი მაინც ავა დიდ სცენაზე, ეს დიდი გამარჯვება იქნება ჩვენთვის. მე ვფიქრობ, ჩვენ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ მათ და არ უნდა დავთრგუნოთ ჩვენი შეფასებებით. ჩვენ ხომ არ ვართ „იქს ფაქტორი“, ჩვენ შოუს არ ვაკეთებთ. შეიძლება გაბუნიას ეს გამჯდარი აქვს, რა ქნას. მისი ამ ტიპის ცხოვრება „იქს ფაქტორიდან“ დაიწყო. ჩემი ცხოვრება კონსერვატორიაში დაიწყო. და მერე „ჯეოსტარში“ და „ანა-ბანაში“ გაგრძელდა. არ უნდა დათრგუნო მონაწილე, ქულას რომ დაწერ, ის უნდა გაამართლო შენი შეფასებით.

– რა ხდება კონცერტის დამთავრების შემდეგ, თუ ეუბნებით ხოლმე შენიშვნას თუნდაც გაბუნიას მწარე კრიტიკისთვის…

– მე არავის შენიშვნას არ ვეუბნები, იქ ბევრი სხვა ადამიანი მუშაობს ამისთვის. მე მივდივარ ნახევარი საათით ადრე კონცერტამდე და დამთავრებისთანავე მოვდივარ. გაბუნია ახალგაზრდა ბიჭია, უნდა გაერკვიოს, პოლიტიკური თოქშოუს წამყვანია თუ შოუბიზნესის წარმომადგენელი. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რაღაცაა. ძალიან მიყვარს გიორგი გაბუნია, მაგრამ ვერ ვიგებ პოლიტიკისა და შოუბიზნესის თანხვედრას. ძალიან განათლებული ბიჭია, მაგრამ… მე ინტერნეტში არ ვეძებ სიმღერებს, არც ადამიანებს არ ვგუგლავ, 70 წლის ვარ, მითხარით ნებისმიერი ადამიანის სახელი და გვარი და ტვინში დაგიგუგლავთ. ყველა სიმღერა ვიცი, ყველა კომპოზიტორი, სად დაიბადა, მათი ბიოგრაფიები. ნახევარი სიმღერები ჩემს სახლში დაიწერა. გიორგი გუგლავს, ეძებს და მეცადინეობს, ძალიან მონდომებულია, მაგრამ ჩემთვის მაინც ნონსენსია.

– მღეროდა კიდეც გაბუნია, ხომ გვანახეთ „მხოლოდ ქართულში“ მისი ძველი გამოსვლა…

– პლუსზე კარგად მღეროდა კი (იცინის).

– სოფომ და გიორგი უშიკიშვილმა გვიმღერეს, ლელამაც იმღერა, გაბუნია ჯერ დუმს, თქვენ რას იზამთ, რით გაგვაკვირვებთ?

– არც არაფერს არ ვიზამ. მე მაგათ ყველას შევაფასებ და ქულებს დავუწერ (იცინის).

წყარო:http://primetime.ge/

FB კომენტარები

კომენტარი