მანქანაში ჩაკეტილი ჩვილი სიკვდილს გადაარჩინეს (ვიდეო)

175
SHARE

რუსეთში, ნოვოსიბირსკში ჩვილი მზის გულზე მდგარ ავტომობილში ჩაკეტილი აღმოჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბავშვის დედა მაღაზიაში შევიდა, მანამდე კი ბავშვი მანქანაში ჩაკეტილი დატოვა. უკან დაბრუნებულმა დედამ მანქანის გაღება ვეღარ შეძლო. ბავშვი სიცხისგან უკვე ისტერიკაში იყო ჩავარდნილი და დედას გამვლელებმა დახმარება შესთავაზეს. ისინი ჯერ ფანჯრის ჩატეხას ჩაქუჩით შეეცადნენ, მაგრამ უშედეგოდ. ერთ-ერთმა მოქალაქემ კი მაღაზიიდან ნაჯახი მოიტანა და შუშის ჩატეხა მოახერხა. ბავშვი არ დაშავებულა.

ცოტა ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ქალაქ როსტოვში ორი მცირეწლოვანი დაიღუპა, რომლებიც ასევე მზის გულზე მდგარ მანქანაში ჩაკეტილები აღმოჩნდნენ. მშობლებმა 1 და 2 წლის გოგონები მესამე-11 წლის შვილის ზედამხედველობის ქვეშ სახლში დატოვეს. უფროს დას დაეძინა, პატარებმა კი მშობლების ავტომობილში შეძრომა მოახერხეს. რამდენიმე საათში სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა ისინი უკვე გარდაცვლილები აღმოაჩინეს.

FB კომენტარები

კომენტარი