მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოსიპედით მივიდა

486
SHARE

ტრანსპორტის საქალაქო სასახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოსიპედით მივიდა. მან მანძილი მიცკევიჩიდან შარტავამდე გაიარა. მამუკა მუმლაძის ფოტო სოციალურ ქსელში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„გზა მიცკევიჩიდან შარტავამდე შორი არ არის, მაგრამ მერიამდე ველოსიპედით მისვლა ავტოზე უფრო სწრაფად და კომფორტულად შეიძლება. ახლო მანძილებზე მანქანით მოძრაობა დანაშაულია, ხოლო ველოსიპედით სიარული სასიამოვნოც არის და სასარგებლოცო. თავის ძველ, გერმანულ ველოსიპედს სამსახურში ინახავს და მერიაში, ან ახლო-მახლო საქმეზე ტრანსპორტირებისთვის იყენებს. დღეს ოფისთან გამოვიჭირე და გადავუღე“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ სტატუსში.

FB კომენტარები

კომენტარი