მამა პეტრე: კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნებისმიერი კონკურსი პოლიტიკური ნიშნის მატარებელია

მამა პეტრე(კვარაცხელია) სოციალურ ქსელში ,,ევროვიზია 2015”-ს ეხმაურება. როგორც ის წერს, პოლიტიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნებისმიერ კონკურსთან და გუშინდელიც ფინალიც, სწორედ ამის გამოხატულება იყო:

,,კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნებისმიერი კონკურსი პოლიტიკური ნიშნის მატარებელია. რაც არ უნდა ვუარყოთ, კულტურა ემიჯნება კი არა, პოლიტიკის ხერხემალი ხდება. არ მგონია, ვინმეს გულუბრყვილოდ დაეჯერებინა საქართველოს წარმატება ევროვიზიაზე, გამძაფრებული სურვილის მიუხედავად. ნინამ ძალიან მოინდომა და ეს აშკარად ჩანდა. ჩანდა ისიც, რომ პიროვნულ წარმატებაზე მეტად, ქვეყნის გამარჯვებაზე იყო ორიენტირებული. ის ნამდვილი ,,მებრძოლი” იყო, ქართველი ქალის მედგარი ხასიათით და ბუნებით. არც მისი კოსტიუმით განაწყენდებოდა ზეციური საქართველო, რადგან ამ ნიშნით რომ ვისმჯელოთ, შვედეთი ბოლოდან პირველი იქნებოდა”,-წერს მამა პეტრე.

კომენტარები

სხვა სიახლეები