მამა პეტრე: ეს წუთია, აფრო-ამერიკელი მოინათლა, პეტრე დავარქვით

110
SHARE

“ეს წუთია, აფრო-ამერიკელი მოინათლა, პეტრე დავარქვით. ძალიან ბედნიერი, გახარებული ეზიარა მართლმადიდებლობას”, – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ეს წუთია, აფრო-ამერიკელი მოინათლა, პეტრე დავარქვით. ძალიან ბედნიერი, გახარებული ეზიარა მართლმადიდებლობას. ეს იყო მისი არჩევანი, მისი თავისუფალი ნება… ნათლობის პროცესს უამრავი ტურისტი, ქართველი თუ არაქართველი შეესწრო. ერთმა ქალბატონმა დაიჩივლა, საწყალი მეფე მირიანი, ალბათ, საფლავში ბრუნავსო. ვწუხვარ, ამ არასწორი, მიკერძოებული სარწმუნოების გამო. რა ცუდად გვესმის ქრისტეს მნიშვნელობა კაცობრიობის წინაშე. ამის ახსნა არც უნდა გვჭირდებოდეს. აბო არაბი იყო, გვირობანდაკი, იგივე ევსტათი მცხეთელი, სპარსი… საქართველოში პირველი მოწამეც რაჟდენი სპარსი იყო…

ქრისტე ყველას კუთვნილებაა. ყველაზე მეტად მას ეკუთვნის, ვინც არა მხოლოდ ტრადიციით, არამედ საკუთარი ნებით არის მართლმადიდებელი… დიახ, მირიან მეფემ დღეს ყველაზე მეტად გაიხარა, სვეტიცხოველში, მის ემბაზში რომ ფერადკანიანი პეტრე გახდა“, – წერს მამა პეტრე.

FB კომენტარები

კომენტარი