მამაკაცის 5 გამაღიზიანებელი თვისება, რომლის გამოსწორებაც ჭკვიან ქალს შეუძლია

61
SHARE

1. არ გეხმარებათ საშინაო საქმეებში: ვინაიდან საშინაო საქმეები დიდი შრომას მოითხოვს, თქვენ მიერ არ ღირს მისი გაუფასურება და პარტნიორზე გადაბარება. მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვათ, რა გააკეთეთ სახლში, როგორი რთული იყო და როგორ დაიღალეთ. მაშინ ყველა დააფასებს თქვენს წვლილს საერთო ყოფაში. გაანაწილეთ მოვალეობები, ან, თუ არ გაქვთ დალაგების დრო, ეცადეთ, გამოყოთ ბიუჯეტში ცალკე თანხა დასუფთავების სამსახურისთვის;

2. ნაკლებად მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში: ხშირად, მამაკაცები თავს არიდებენ მშობლის მოვალეობებს არა იმიტომ, რომ მათ ეს არ აინტერესებთ, უბრალოდ, არ იციან, რა გააკეთონ ბავშვებთან. გარდა ამისა, ხდება ხოლმე, რომ ცოლები ახლოს არ უშვებენ ქმრებს ბავშვთან, რადგან ფიქრობენ, რომ თვითონ უკეთესად გაუმკლავდებიან. ეცადეთ, ჩააყენოთ ის ყველაფრის საქმის კურსში, რაც ეხება ბავშვს – გაანაწილეთ როლები და ერთად აირჩიეთ პასუხისმგებლობის ის ნაწილი, რომელსაც ის აიღებს საკუთარ თავზე;

3. საათობით ერთობა გაჯეტებით: თუ თქვენი პარტნიორი შეპყრობილია სოციალური ქსელებითა და კომპიუტერული თამაშებით, ეს არ არის საბაბი, გაბრაზდეთ მასზე. შესაძლებელია, ასე ის რაღაცის უკმარისობას ინაზღაურებს – მაგალითად, ალერსის, ან ყურადღების. გარდა ამისა, ამით შეიძლება, დეპრესიას ებრძოდეს. ამ დროს, უკეთესი იქნება, შესთავაზოთ გაჯეტის ალტერნატივა. დაელოდეთ ერთობლივ სასიამოვნო დროსტარებას და აღნიშნეთ, რა კარგი დღე იყო დღეს და რა კარგი იქნებოდა, ხშირად გაგემეორებინათ ასეთი მომენტები;

4. იკეტება საკუთარ თავში, არ საუბრობს პრობლემების გადაწყვეტილებაზე: ხშირად, მეუღლეები “აკოპირებენ” ერთმანეთის ქცევებს. ეცადეთ, ხშირად ესაუბროთ პარტნიორს საკუთარი საქმეების შესახებ, გაუზიარეთ წვრილმანები, დაუსვით კითხვები. თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, მას მოუსმინონ. გამოხატეთ დაინტერესება დამაჯერებელი ფრაზებით, ჟესტებით. ხშირად, ინფორმაციის უქონლობის გამო, ჩვენ ვიწყებთ პრობლემების მოგონებას; ამიტომ, არაფერი უნდა ვივარაუდოთ. უმჯობესია, პირდაპირ ვკითხოთ პარტნიორს, რით არის უკმაყოფილო და რა აწუხებს;

5. საკუთარ ნივთებს მთელს სახლში ყრის: თუ გინდათ, რომ თქვენი პარტნიორი თავის ადგილას ალაგებდეს ნივთებს, უბრალოდ, უნდა ჩამოუყალიბოთ მას ეს უნარი. თუ ის ყველაფერს ყრის სკამებსა და იატაკზე, ნუ დაყვებით ფეხდაფეხ და ნუ ალაგებთ ყველაფერს თავის ადგილას. შესაძლებელია, ერთხელაც, ის დარჩეს სუფთა ტანსაცმლის გარეშე და ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ პარტნიორის შექება, თუ დაინახეთ, რომ თავის ადგილას ალაგებს ნივთებს.

FB კომენტარები

კომენტარი