მაია ასათიანი ორსულადაა?!

თოქ-შოუ “პროფილის” წამყვანის მაია ასათიანის ორსულობასთან დაკავშირებით ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. სოციალურ ქსელში დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა მაია ასათიანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტელე-წამყვანი პროფილით დგას. სწორედ პროფილში გამოკვეთილმა სხეულის ფორმებმა გააჩინა ეჭვი, რომ იგი ორსულადაა.
უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მომხარებელმა ასათიანის ორსულობასთან დაკავშირებით დასმული კითხვა დაადასტურა კიდეც.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ტელე-წამყვანმა ორსულობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ ახლო მომავალში დაფეხმძიმებას არ გეგმავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები