მაია ასათიანის მწვავე პასუხი ია ფარულავას

571
SHARE

ია ფარულავამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც, მისივე თქმით, ერთ-ერთი ჟურნალისთვის იყო განკუთვნილი.თუმცა მან და ჟურნალის რედაქტორმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ მისი გამოქვეყნების დრო ახლა არ იყო.

ია ფარულავა მაია ასათიანისა და გია ჯაჯანიძის რეიტინგებით ომის შესახებ წერს და „პროფილის“ წამყვანს „დასუსტებულ ქალს“ უწოდებს, რომელიც დალასლასებს. „მოგეხსენებათ, ეს ორი გადაცემა ამ ბოლო დროს დიდ რეიტინგულ ომშია გახვეული. ისე კი, რაც ვერაფერი დააკლო „პროფილს“ მეგაპროექტმა „ცეკვავენ ვარსკვლავები“, ჯაჯანიძემ დედა უტირა. იმასაც ამბობდნენ მავანნი, რომ ეს დროებითია და მაიას სუპერ პროფესიონალიზმი და უდიდესი ჟურნალისტური სკოლა თავისას იზამს და „პროფილი“ ისევ ლიდერი იქნებაო, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ მაია გადაიღალა. ერთხელ გულიც კი წასვლია „რუსთავი 2“-ის ბუფეტში“ – წერს ია ფარულავა.

მსახიობის და ტელეწამყვანის  სტატუსს  მაია ასათიანი გამოეხმაურა  რომელსაც “კვირა პლუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირსება და ამბობს იმას, რის უფლებასაც საკუთარი ღირსება აძლევს. სიმართლე გითხრათ, ადამიანებისგან აღარაფერი მიკვირს, იმდენ ცუდს შევხვედრივარ ცხოვრებაში. ერთი, რისი თქმაც მინდა, ისაა, რომ გადაცემა, რომელსაც მე ვამზადებ, ყველაზე რეიტინგული ქართული არაპოლიტიკური თოქ-შოუა. ორი თვის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო „რუსთავი 2“-ის სასადილოში ნამდვილად დავკარგე გონება… ძალიან გამიხარდებოდა, იმ რთულ დღეებში, როცა საავადმყოფოში ვიწექი, იას ჩემთვის პირადად დაერეკა და ადამიანურად მოვეკითხე. ეს იქნებოდა, ალბათ, კოლეგის მხრიდან უფრო კარგი საქციელი.
რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მის აფიშირებას არ ვახდენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს. არავისი საქმე არ არის, მყავს გვერდით მამაკაცი თუ არა.თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი გადაცემის რეიტინგი, ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ მომენტში შემიძლია ვუჩვენო.დაბოლოს, დიახაც, ხანდახან, მძიმე შრომის გამო საოცრად ვიღლები, ხშირად საქმე რომელსაც 23 წელია ვემსახურები ჩემს ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახება, მაგრამ ძალიან ვამაყობ, რომ ვარ 38 წლის მარტოხელა დედა და 15 წლის ასაკიდან ჩემი შრომით ვჭამ პურს…” – წერს  მაია ასათიანი.

FB კომენტარები

კომენტარი