“მაგნიტით არ გაუაროთ ახლოს” – სახალისო კომენტარები თბილისში მყოფ პირსინგებიან მამაკაცზე

263
SHARE

პირსინგების რაოდენობით რეკორდსმენი მამაკაცის თბილისში ვიზიტს ქართული საზოგადოების ნაწილი მხრიდან ნეგატიური შეფასებები ნაწილის მხრიდან კი დადებითი გამოხმაურნებები მოჰყვა.
ამაზე ქართველი ფეისბუქმომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები თუ კომენტარის სახით დატოვებული შეფასებები მეტყველებს.

“კვირა +” რამდენიმე ასეთ შეფასებას გთავაზობთ:

“სანამ სახლში ჩავა რქები უფრო გაეზრდება.

მოიპარავენ და ჯართში ჩააბარებენ რამ ჩამოიყვანა საქართველოში.

პირსინგები კი არა კოშმარები არ მომცილებია მთელი ღამე.. დამესიზმრა ვითომ პირსნიგს მიკეთებდა.

კიდე აქ ადგილები მიირჭოს სადმე რამე.

ასეთები პირიქით უნდა ჩამოვიდნენ,რაც შეიძლება ბევრმა რომ გაიგოს საქართველოზე მსოფლიოში,ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ვინმემ ხმა მიაწვდინეთ წვიმებია გამოცხადებული და მეხი არ დაეცეს ამდენ რკინას რომ ატარებს.

გუშინ ვნახე Hard Rock Cafe-ში იჯდა საღამოს რვის ნახევარზე მაგნიტი, რომ მიუშვირო სახე აეხევა ტიპს.

ელვაში დაბმული თხასავით, ქაჩავს, თვალებს, მართლა რომ სადმე შემხვდეს, შფოთვები დამეწყება ყოველ ღამით თუ ადგილზე არ განუტევე სული.
რატომ ნერვიულობთ სხვის გარეგნობაზე: მას ასე მოსწონს, თქვენ – ისე.
ჯართში არ ჩააბაროს ვინმემ.
თქვენ როგორ შეგიშვეს ევროპაში ეგაა საკითხავი თორე ამას ბევრ ქვეყანაში შეუშვებენ.
მაგნიტით არ გაუაროთ ახლოს”, – წერენ სოციალურ ქსელში,

Comments

comments