მაგის დამწერს და გამავრცელებელს ჭკუა აქვს? – რას წერს ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძე

288
SHARE

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში იმ გავრცელებული ჭორის შესახებ წერს, სადაც ამბობენ, რომ თითქოს მას 40 წელი მიუსაჯეს.
“ახლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი, ანუ არალეგალური თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ, 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ, ჩემს შემთხვევაში. არ არის 0-დან 20, არის 0 და 5. 1 წელზე მეტი ვზივარ აქ, 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა, გაქაჩე-გამოქაჩე კიდე 2 წელი და ეგაა. ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს, 40 წელი ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა, მაგის დამწერს და გამვრცელებელს ჭკუა აქვს? ენა რომ აქვს, “იასნია”, კარგი თქვით რამე, ტყუილს რომ ავრცელებთ. ასე რომ, კიდევ დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე. ყოველდღე 3-საათიან ვარჯიშებს ვატარებ, ასე რომ, ავთანდილა ფორმაშია. გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ მე არ შემიჩერებია ჩემი საყვარელი ნამდვილი საქმე, ლაპებიც კი შემიკერეს ციხეში და მიდის ბათქა-ბუთქი ყოველდღე. თანაც დრო ბევრი მაქვს, სხვა საქმე არაფერი. ვარჯიში, ძილი, ჭამა. ბრძოლებსაც რომ მიტარებდნენ, გეუბნებით, ცუდ ადგილზე არა ვარ. ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი. რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმის ბარკალი მომიტანეს და მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავებაა, ჰა ჰა ჰა ” – წერს ხურციძე.

FB კომენტარები

კომენტარი