ლეგენდარული როკმუსიკოსი, სკოტ ვოლკერი გარდაიცვალა

33
SHARE

ბრიტანეთში მოღვაწე ამერიკელი როკმომღერალი, ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და გავლენიანი ფიგურა როკმუსიკის ისტორიაში, სკოტ ვოლკერი, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისმა მუსიკამ გავლენა იქონია მუსიკოსთა რამდენიმე თაობაზე – დაწყებული დევიდ ბოუიდან ჯარვის კოკერამდე ჯგუფ “Pulp”-დან. სკოტ ვოლკერი – მისი ნამდვილი სახელია ნოელ სკოტ ენჯელი.
ის 1944 წელს დაიბადა და ამერიკაში გაიზარდა, მაგრამ შემოქმედებით წარმატებას დიდ ბრიტანეთში მიაღწია, სადაც ის 1965 წლიდან ცხოვრობდა.
60-იანი წლების პირველ ნახევარში, ის პოპულარული ამერიკული ტრიოს, “The Walker Brothers”-ის წევრი იყო, ხოლო 1967 წლიდან სკოტ ვოლკერმა სოლოკარიერა დაიწყო.

FB კომენტარები

კომენტარი