კორონავირუსი – ჩინეთში ინფიცირებულებს ქუჩებში გული მისდით, საავადმყოფოებში პაციენტებს ვერ აუდიან (ვიდეო)

273
SHARE

ახალი კორონავირუსი – საშიშროება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ეპიდემიის სახით გამოჩნდა. ჩინეთში ასობით პაციენტი აღნიშნული ვირუსის სიმპტომებს ებრძვის, ათობით კი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვირუსის შესწავლით არის დაკავებული.

CNN წერს, რომ ვირუსის პირველწყარო შესაძლოა ჩინური კობრა გამხდარიყო, გველის სახეობა, რომელიც იმ თევზეულის ბაზრობაზე იყიდებოდა, საიდანაც, სავარუდოდ ზღვის პროდუქტების მეშვეობით გავრცელდა ვირუსი.

მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების აეროპორტებში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.

სოციალურ ქსელ Twitter–ზე ვრცელდება ვიდეო ჩინეთის ერთ–ერთი საავადმყოფოდან, სადაც ნათქვამია, რომ პაციენტები საავადმყოფოების იატაკებზე წვანან იმდენად მაღალია მიმართვიანობა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი ქუჩაში წაიქცა და ვირუსის გამო გარდაიცვალა. აღნიშნულზე ოფიციალური კომენტარები ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ვირუსოლოგები მსოფლიოს მასშტაბით, მიღებულ შედეგებს განიხილავენ და შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ.

FB კომენტარები

კომენტარი