კონსერვატორები მეტად მიმზიდველები არიან ვიდრე ლიბერალები – კვლევის შედეგები

45
SHARE

მიმზიდველი ადამიანები უფრო ხშირად მემარჯვენე პარტიებს და კონსერვატორებს უჭერენ მხარს – ასეთია აშშ-ს შტატ ილინოისის უნივერსიტეტის მკლევარის და პროფესორის, რალფ დაუს პეტერსონის მიერ წარმოებული კვლევის შედეგი.
პროფესორის აზრით, ასე სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ მემარჯვენე პოზიციების მქონე პოლიტიკოსები უფრო ძლიერები და წარმატებულები არიან, ვიდრე მათი ლიბერალი ოპონენტები.
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკაზე ფიზიკური მიმზიდველობის გავლენა აქამდე არასოდეს განიხილებოდა ასეთ დონეზე და არსებობს მყარი საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ, ინდივიდების ფიზიკურმა მიმზიდველობამ შეიძლება შეცვალოს მათი პოლიტიკური ღირებულებები და მსოფლმხედველობა.
პროფესორი და მისი გუნდი აცხადებენ, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, მიმზიდველი ადამიანები მარჯვნივ იხრებიან, რადგან მათ გააჩნიათ უკეთესი სოციალური უნარ-ჩვევები და უფრო პოპულარულები, კომპეტენტურები და ჭკვიანები არიან თანმდევი “ჰალო ეფექტის“ გამო, როდესაც ინდივიდის მიკერძოებულობა და სტერეოტიპები გავლენას ახდენს, თუ როგორ განსჯის ის სხვებს.

FB კომენტარები

კომენტარი