კოკო შანელის 15 გენიალური გამონათქვამი

76
SHARE

რაც უფრო ცუდადაა ქალის საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს ის.

როგორც უნდა ატრიალო, მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალია. დანარჩენები მხოლოდ მისი აჩრდილებია…

ყოველმა ქალმა ყოველთვის უნდა იცოდეს ორი რამ – რა სურს და ვინ სურს მას.

მიმიფურთხებია, რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ.

თუ თქვენ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, თქვენ მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ.

არ არსებობენ ულამაზო ქალები, არსებობენ ზარმაცები.

ქალი მომავალზე წუხს, სანამ გათხოვდება. მამაკაცი არ წუხს მომავალზე, სანამ არ დაოჯახდება.

სილამაზეზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ გულიდან და სულიდან. სხვაგვარად არანაირი კოსმეტიკა გიშველით.

ქალს, რომელიც არ მოიხმარს კოსმეტიკას, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.

არავინაა ახალგაზრდა ორმოცი წლის ასაკში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ განუმეორებელნი ყველა ასაკში.

ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომ ისინი არ უნდა ჩამოვუშვათ.

სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან.

ჩემი ჩაცმის მანერა გარშემომყოფთა დაცინვას იწვევდა, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი წარმატების საიდუმლო – მე გამოვიყურებოდი არა ისე, როგორც ყველა.

ნამდვილი ბედნიერება ძვირი არ არის: თუ იძულებული ხარ, მასში მაღალი ფასი გადაიხადო, ესე იგი, ეს ფარსია.

თუ შენ ფრთების გარეშე დაიბადე, ნუ შეუშლი ხელს მათ გაზრდას.

FB კომენტარები

კომენტარი