კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 17-23 აპრილი

798
SHARE

დამდეგი კვირა საკმაოდ პოზიტიური ასპექტით იწყება ცაზე. საქმე იმაშია, რომ ორი “გენდერული” პლანეტა – მარსი და ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის დასაწყისი პარტნიორული ურთიერთობების დასარეგულირებლად ან სულაც ახალი, რომანტიკული ნაცნობობის წამოსაყებად შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუმცა, რაკიღა პლანეტა მერკური მაისის დასაწყისამდე უკანმბრუნავია (მოძრაობს რეტრო ფაზაში) მაინცდამაინც დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ ამ პერიოდში წამოწყებულ რომანზე, მსუბუქი ფლირტით დატკბით და შორსმიმავალი გეგმების დასახვა თუ მაინცდამაინც მაისის შუა პერიოდისთვის გადადეთ.
კვირის დასაწყისი ზოგადად ჰარმონიული პერიოდია ასევე პროფესიული და სამსახურებრივი კუთხით. მზისა და სატურნის დადებითი ასპექტის გამო, მოიმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა, რაციონალიზმი და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი ადამიანებში. გამარტივდება ზემდგომებთან და ასაკით/ჩინით უფროს ადამიანებთან კომუნიკაცია. თუმცა, ამ პერიოდში არ გირჩევთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვას, აჯობებს სამომავლო გეგმები დააწყოთ მხოლოდ თავში და ჩანაფიქრის განხორციელებას უკვე მაისიდან შეუდგეთ.
19 აპრილს მზე ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს ნიშანს ზუსტად ერთი წლით დატოვებს და მშვიდი, გაწონასწორებული და პრაქტიკული კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოიმატებს რაციონალიზმი, წინ წამოიწევა მატერიალური საკითხების გადაჭრის თემატიკა, ადამიანებში გამძაფრდება კომფორტისა და ჰარმონიის მოთხოვნილება.
20 აპრილს მზე და რეტროგრადული მერკური ერთდება, რაც იმას მოასწავებს, რომ შესაძლოა ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში დადგეს აქტიურად იმ საკითხების გადაჭრის აუცილებლობა, რომელიც წარსულში ბოლომდე მოგვარებული გვეგონა. არ არის გამორიცხული ასევე რომ განაახლოთ ასევე წარსულში დაწყებული საქმიანი მოლაპარაკებები და საბოლოო ფორმა შეთანხმებამ ზუსტად ახლა მიიღოს. შესაძლებელია ასევე, რომ ურთიერთობის გარკვევა მოგიწიოთ დედმამიშვილებთან ან ახლო წრის ნათესავებთან. ასევე არ არის გამორიცხული გადაიხედოს თქვენი დამოკიდებულება შეფთან და უშუალო ზემდგომებთან. შემოქმედებითად მომუშავე ადამიანებისთვის კი ეს პერიოდი ძველი, “ობმოკიდებული” იდეების გაცოცხლების რეალური შანსი იქნება და ამ მხრივ ასეთმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა იაქტიურონ!
ასევე 20 აპრილიდან პლანეტა პლუტონი იცვლის მიმართულებას და რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. რაც რეალურად აისახება მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე. პლუტონი თავის მხრივ ძალაუფლებისა და მასობრივი პროცესების “კურატორი” პლანეტაა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდეს კონფლიქტები, წინ წამოიწიოს სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებამ, მოხდეს წარსულში არსებული და დროებით “მიძინებული” კონფლიქტების ხელახალი ესკალაცია. შესაძლოა ასევე, რომ რეალურად ვიხილოთ მსოფლიო ლიდერების ღია და აშკარა დაპირისპირება. მით უმეტეს, რომ ზუტად ამ პერიოდს ემთხვევა რეტროგრადული მერკურის ცეცხლოვან ვერძის ზოდიაქოს ნიშანში დაბრუნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ და ისევ მატულობს ხმაურიანი სკანდალებისა და დაპირისპირებების ალბათობა, რომლის ფესვებიც წარსულშია მოსაძებნი.
ზემოთ თქმულ „”სტროლოგიურ კოქტეილს” კი ერთი დღით გვიან, ზურგს გაუმაგრებს პლანეტა მარსის ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში “გადაბარგება”, რომლის ხარჯზეც არ არის გამორიცხული სერიოზული “მედია-ომი” გაჩაღდეს უახლოეს პერიოდში როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ან სოციალურ სარბიელზე.

FB კომენტარები

კომენტარი