კენიის ტომის ტრადიცია – გოგონას ძალით გათხოვება და ქალად გარდაქმნის პროცესი (ფოტოკოლაჟი)

797
SHARE

ახალგაზრდა გოგონა , პოკოტის ტომის გაერთიანების წევრი , ცდილობს გაექცეს მამის მიერ დაგეგმილ იძულებით ქორწინებას .

კენიის სოფელში , მშობლები ქალიშვილებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ . ოჯახების უმეტესობა , გოგონებს მოულოდნელად , ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აქორწინებს , რადგან ეშინიათ რომ ისინი სახლიდან არ გაიქცნენ .

217

მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად , მომავალი ქმარი მიდის გოგონას სახლში და თან ახლავს მამაკაცების ჯგუფი .  ამდენი ადამიანი მზითვის წამოსაღებადაა საჭირო . ეს ყველაფერი  ამ კონკრეტული ფაქტის შემთვევაში ასე გამოიყურება – 20 თხა , 3 აქლემი და 10 ძროხა .
როდესაც  მზითვი ოჯახმა ჩაიბარა , ქალიშვილი საქმროს გაატანეს და მეუღლემაც  თავის სახლში წაიყვანა .

313

მანამ , სანამ ვაჟი დაქორწინდება გოგონაზე , ამ უკანასკნელმა უნდა გაიაროს რიტუალი , რათა აღნიშნონ მისი მომავალი ასაკი . ( მაგალითად , თუ გოგონა რეალურად 13 წლისაა , ცერემონიაზე ახალ წლოვანებას უწესებენ , შესაძლოა ეს იყოს 17 , 18 , 19 ან სულაც 20 წელი . ) ქორწინება ასევე რიტუალის დღეს ხდება .

გასათხოვებლად დანიშნული გოგონები ერთი თვის განმავლობაში მამაკაცებს არ ნახულობენ , რიტუალამდე ერთი კვირით ადრე კი ყველასაგან იზოლირებული არიან ერთ პატარა ქოხში . თავზე ფერადი ქსოვილებისგან დაწნულ ქუდს იხურავენ და ტყავით იმოსებიან .

45

რიტუალში ასზე მეტი გოგონა იღებს მონაწილეობას , რომელიც იწყება საღამოს და გრძელდება მომავალ დილამდე . გოგონები სწორ ხაზზე ეწყობიან , წრეზე დადიან და მღერიან მთელი ღამის განმავლობაში .

55

პოკოტის წევრი მამაკაცი და ქალები გოგონას გატაცებას უცქერენ .

75

კაცს  ძალით მიჰყავს ქალიშვილი გასათხოვებლად .

85

გოგონა ტირის .

95

პოკოტის წევრი გოგონები ტრადიციულ მორთულობაში რიტუალის დროს .

45

ტომის წევრი ქალები და კაცები ერთად ცეკვავენ ცერემონიაზე .

114

და აი ცერემონიაც დაიწყო . დღეიდან გოგონები ქალებად გარდაიქმნებიან და მათი ცხოვრება სხვა ასპექტში გადაინაცვლებს .

წყარო: http://blushsky.com/?p=10389

FB კომენტარები

კომენტარი