კევინ ჰარტმა „ოსკარის“ ცერემონიალის წაყვანაზე უარი ლგბტ საზოგადოების რეაქციის გამო თქვა

49
SHARE

კომედიური ჟანრის მსახიობმა „ოსკარის“ დაჯილდოვების 91-ე ცერემონიალის წაყვანაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ თავის გვერდზე დაწერა.
„არ მსურს საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მე ვიყო, როდესაც ეს საღამო ნიჭიერმა და საოცარმა მსახიობებმა უნდა იზეიმონ“, – დაწერა კომიკოსმა.
მისი გადაწყვეტილება ჰარტმა ლგბტ-საზოგადოების ნეგატიური რეაქციით ახსნა, რაც წამყვანად მის დანიშვნას მოჰყვა. მან ასევე ბოდიში მოიხადა მის მიერ „წარსულის უხეში გამონათქვამებისთვის.“
„ვწუხვარ, რომ ადამიანებს ტკივილს ვაყენებდი. ვვითარდები და მინდა ეს გავაგრძელო. ჩემი მიზანი ადამიანების გაერთიანება და არა დაშორებაა“, – განაცხადა მსახიობმა.
ცნობისთვის „ოსკარის“ ცერემონიალი 2019 წლის 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

FB კომენტარები

კომენტარი