კევინ სპეისის გაგდება „ ბანქოს სახლის“ გადაღებიდან შეუძლებელია

98
SHARE

„მსახიობ კევინ სპეისის „ბანქოს სახლის“ გადაღებებიდან მოხსნის შემთხვევაში, კომპანია „Netflix“ და სტუდია „MRC“ ვალდებულია, მსახიობს მთელი „ქონება“ გადაუხადოს.“-აცხადებს გამომცემლობა „Blast“-ი.
სერვისი Netflix და სტუდია MRC ვერ მოხსნის „ბანქოს სახლის“ მეექვსე გადაღებიდან მსახიობ კევინ სპეისის, ვინაიდან მის ხელშეკრულებაში არ არსებობს პუნქტი ეთიკურ ქცევასთან დაკავშირებით.
შეთანხმების მიხედვით, მსახიობის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გახდება „ მიუწვდომელი“ ან „გამოუსადეგარი“ მუშაობისთვის.
31 ოტომბერს გახდა ცნობილი, რომ „ბანქოს სახლის“ მეექვსე სეზონის გადაღება შეჩერებულია კევინ სპეისის ირგვლივ გაღვივებული სკანდალის გამო.
ტელეარხ „Sky News“-ის ინფორმაციით, ბრიტანულმა პოლიციამ სპეისის მიმართ გამოძიება დაიწყო.
თავად მსახიობი კი, სარეაბილიტაციო კლინიკაში გაემგზავრა, რათა სექსუალური დამოკიდებულებისგან განიკურნოს.

FB კომენტარები

კომენტარი