“კახიმ ყველა წავიდეს და მე შენთან დავრჩებიო და გვერდით მოუჯდა”

64
SHARE

სოციალურ ქსელში სვანიძის ქუჩაზე მომხდარი მცირე ისტორია ვრცელდება, რომელიც ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს ეხება.

როგორც ცნობილია, კალაძე დიდ დროს მოხალისეებთან ერთად ატარებს და სტიქიის შემდეგ აღდგენით სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

“ვამბობ სვანიძის ქუჩიდან მოყოლილს (ჩემი მეგობარია); მთელი დღე მოხალისეებთან და ჯარისკაცებთან ერთად შრომობდა კახი.

საღამოს ევაკუაცია რომ გამოცხადდა, ერთმა ხანშიშესულმა უარი განაცხადა სახლის დატოვებაზე-დიდხანს ეხვეწებოდნენ ოჯახის წევრებიც და კახიც. გაჯიუტდა მოხუცი – არსადაც არ წავალო.

კარგი მაშინო, ყველა წავიდეს და მე შენთან დავრჩებიო და გვერდით მოუჯდა. შერცხვა მოხუცს და გაჰყვა ოჯახს. არ შემეკამათოს არავინ, ეს იყო გუშინ!!!!!!!!”

წყარო: http://www.etanews.ge

FB კომენტარები

კომენტარი