“კარგი დღეა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად”– მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

116
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 2 აპრილის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოადიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:

“დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ. უარყოფითი მთვარის ენერგია მოადუნებს ყურადღებას, რაც შესაძლოა, არასასურველ ტრავმებსა და ავარიებს მიზეზი გახდეს. დღე გეომაგნიტურია, რაც ჯანმრთელბის მდგომაროებას გააუარესებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – მეტი დრო დაუთმეთ ოჯახთან, ახლობლებთან და ბავშვებთან ურთიერთობას. ზედმეტი საკვებით კუჭს ნუ გადატვირთავთ. ნეგატიურია დღეა სახლის მშენებლობისთვის, სესხის ასაღებად. დღეს შეცდომების დაშვების ტენდენცია მატულობს. კარგი დღეა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, მცენარეების დარგვა გადარგვისთვის, სასამართლო პროცესების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტება კუჭის ზონა, მკერდი და გული.

დღის ფერები და მინერალები  –  მწვანე, თეთრი, იისფერი, ვერცხლისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, მწვანე იასპი, აქატი, მარგალიტი და ოპალი, ეს ქვები მეტად მოიზიდავენ დადებით ენერგიებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბისა და თხის რქისთვის, დღე შედარებით რთული იქნება ლომისთვის, სასწორისთვის და  მერწყულისთვის”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი