“კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

191
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 14 თებერვლის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოადიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 05:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, კარგად დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად, შეხვედრების გასამართად და ახალი ნაცნობების შესაძენად, ერთობლივი პროექტების დასაწყებად, ინტელექტუალური შესაძლებლობების და კომპეტენტურობის გამოსავლენად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ოფსიდიანი, ონიქსი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს, ტყუპებს და მერწყულს”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი